მთავარი საკითხავი შუშანიკის წამება – შინაარსი

შუშანიკის წამება – შინაარსი

by guramus

XI.

და ვითარცა აღივსებოდა მეექუსე იგი წელი საპყრობილესა მას შინა, ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა სიმჴნისა მისისათა სენი სნეულებისაჲ მოიწია მას ზედა, რომელსა-იგი წინასწარ-უღაღადებდი და ვეტყოდე, ვითარმედ: „ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რასმე საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშრომითა, ფსალმუნებითა და გალობითა“. და არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ, და შეიქმნა და დადნა, ვითარცა ავლი.
ხოლო დიდთა მათ მარხვათა აღუსებისათა ერგასისთა მათ დღეთა ექუსთა წელთა შინა, არცა დღისი, არცა ღამე არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა. და მცირედ ოდენ წუენაკი მსხლისა შექმნული, იგიცა მცირედ, მიიღის, ხოლო პურისა გემო არა იხილის ვიდრე აღუსებადმდე.

და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზაკი ერთი დაიდვის სასთუნალ. და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი. და კაცთა თუალსა სასთაულაკი ერთი ხალენისაჲ უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირე ქუე წარუგდებიედ. და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო.

ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი და მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყჳთლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხოვრებულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესრეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრაველთა შინა ადიდებდა ღმერთსა.
და ვითარცა მეშჳდე წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელ შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ. და დაუცხრომელად შრომათა მათ გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს, და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა, და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „ხუცეს, ნუ მძიმე-გიჩნ ესე, რამეთუ მუნი იგი მატლი უდიდეს არს და არა მოკუდების“. და მე ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად; კუალად მრქუა მე რისხვით: „ხუცეს, რად მწუხარე ხარ, ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმაჲ აქავე, ამას ცხოვრებასა“. და მე მიუგე და ვარქუ: „ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!“ და მან მრქუა მე ქენებით: „ნუ ვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ“. რამეთუ შინაგან ძაძა ემოსა, და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსა.

გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: