მთავარი საკითხავი შუშანიკის წამება – შინაარსი

შუშანიკის წამება – შინაარსი

by guramus

III.

ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსამე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი – მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითაი ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათ ჩუენთა წარმოჩინებისათჳს.
ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქვი ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო! ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესსა, ნუ-უკუე მტერმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოოს შენ თანა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ“. და მე ვარქუ მას: „ეგრჱთ არს. მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“. ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე!“

ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირნი შენნი ჭირნი ჩუენნი არიან და სიხარული შენი სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ, ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ“. და ვარქუ მე სანატრელსა მას: „ხუაშიადადრე, ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: „რასა მკითხავ ამას?“ და მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“ და მან მრქუა მე: „ ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა!“ მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონება აქუს მას, გუემასა და ტანჯუასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობეს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“.
და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა, და ტირილით იტყოდა: „ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა“. ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ ნეტარისა მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაჲ მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ.

გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე