მთავარი ურთიერთობები ბავშვის სწორად აღზრდის იაპონური საიდუმლო

ბავშვის სწორად აღზრდის იაპონური საიდუმლო

by guramus

ეჭვგარეშეა, იაპონია მართლაც მომხიბლავი ქვეყანაა. იაპონელი ხალხი დანარჩენ მსოფლიოს ყოველთვის აღარფრთოვანებდა თავისი შეუპოვრობით, თვით კონტროლის უნარით, ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრებით, ერთიანობითა და ეროვნული თვითმყოფადობით.

ამჯერად იაპონელი ხალხის ბავშვის სწორად აღზრდის საიდუმლოს გთავაზობთ.

ერთ-ერთი პირველი რამ, რაც ამომავალი მზის ქვეყნის სტუმრებს აღაფრთოვანებს არის თაობებს შორის ურთიერთობა.  ამის მთავარი მიზეზი შეიძლება იყო უძველესი იაპონური ტრადიცია, რომელიც მშობლებს ავალდებულებს ყოველთვის თავისთნ ახლოს ჰყავდეთ შვილები.

ოდითგანვე, იაპონელი ქალები აკეთებდნენ ოჯახის ყოვედღიურ საქმეებს და მათვე ევალებოდან ბავშვებზე ზრუნვა. გასულ საუკუნეებში, დედები შვილებს საკუთარ სხეულზე მიკრულებს ატარებდნენ. ისინი გამუდმებით ესაუბრებოდნენ ბავშვებს და უხსნიდნენ ყველაფერს, რასაც თვითონ აკეთებდნენ. აღნიშნული ეხმარებოდა ბავშვებს უკეთ გაცნობოდნენ საოჯახო საქმეებს ადრეულ ასაკშივე და თავი ეგრძნოთ ამ ყველაფრის ნაწილად. შედეგად, ხშირად ბავშვები ლაპარაკს სიარულამდე სწავლობდნენ.

დღესაც, როდესაც იაპონელი დედა სადმე მიემგზავრება, შვილი ყოველთვის თან ჰყავს მუცელზე ან ზურგზე მიკრული.

ჩევულებისამებრ, იაპონელი ბავშვები პირველ სამ წელიწადს სახლში ატარებენ დედასთან ერთად და ამის შემდეგ მიდიან საბავშვო ბაღში. მშობლების უმეტესობა ამჯობინებს თავად მოუარონ შვილებს და ამიტომ არ იყვანენ ძიძას.

უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ დედებს არ აქვთ ბავშვის აღზრდის ტვირთი – მამებიც სიამოვნებით ეხმარებიან მეუღლეებს ბავშვების აღზრდაში. იაპონელი ბავშვები, ფაქტობრივად, ჩახუტებითა და სიყვარულით იზრდებიან. მშობლები ერიდებიან ბავშებისთვის დაყვირებას ან რაიმე სახის სასჯელის გამოყენებას. ამის მიუხედავად, ბავშვები ყოველთვის გრძნობენ სინდისის ქენჯნას, თუ რაიმეს ისე არ ეკეთებენ, როგორც მშობლები ასწავლიდნენ.

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: