მთავარი საკითხავი რატომ ჯობია ავიაბილეთის ონლაინ შეძენა?

რატომ ჯობია ავიაბილეთის ონლაინ შეძენა?

by guramus

გაინტერესებთ რატომ ჯობია ავიაბილეთების ონლაინ შეძენა და როგორ უნდა შეძლოთ თანხის დაზოგვა მოგზაურობისას?

ელექტრონული ბილეთიეს არის ბეჭდური ბილეთის თანამედროვე ფორმა. ავიაბილეთის ონლაინ შეძენის დადებით მხარეს წარმოადგენს სახლიდან გაუსვლელად მისი შეძენის შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ონლაინ ბილეთის დაკარგვა შეუძლებელია. ფრენის შესახებ ინფორმაცია გეგზავნებათ ელ-ფოსტაზე, საჭიროა მხოლოდ მისი ამობეჭდვა ან ჯავშნის კოდის ამოწერა, აეროპორტში პასპორტის წარდგენასთან ერთად რომ აჩვენოთ. ავიაბილეთის ონლაინ შეძენისას თავად გაქვთ ადგილების შერჩევის, მენიუდან საკვების, რეისზე რეგისტრაციის და ბევრი სხვა საკითხის მოგვარების საშუალება. ავიაბილეთების ონლაინ შეძენა შეგიძლიათ როგორც ავიაკომპანიების ვებ-გვერდებზე, ასევე ბილეთების საძიებო სისტემით სადაც შესაძლებელია ყველაზე იაფი ავიაბილეთების შეძენა.

თუ ავიაბილეთების ონლაინ შეძენას წინასწარ მაგალითად 2, 4 ან 6 თვით ადრე შეძლებთ, ბილეთის ფასი დაახლოებით 30%-ით ნაკლები იქნება. გაითვალისწინეთ, რომ რეისამდე 2 კვირით ადრე ბილეთის ფასი იწყებს ყოველდღიურად გაძვირებას. ზოგჯერ შესაძლებელია ფრენის წინა დღეს «გამოკრათ ხელი» იაფ ავიაბილეთს, მაგრამ ასეთი შანსი არც ყოველთვის არის და არც ყველა მიმართულებით.

თუ თარიღებით ითამაშებთ, ავიაბილეთის ონლაინ შეძენა კიდევ უფრო სარგებლიანი იქნება. გადახედეთ სხვადასხვა თარიღებს, ნუ დაიწყებთ ძებნას ერთი კონკრეტული თარიღით. მაგალითად მომდევნო დღეს ან დღეებში ბილეთი შეიძლება 20%-ით იაფი იყოს.

თუ იფრენთ სამუშაო დღეებში და არა პარასკევს, შაბათს ან კვირას, ავიაბილეთებს კიდევ უფრო იაფად შეიძენთ. ასევე დილისა და საღამოს რეისებზე ფასები უფრო დაბალია.

თვალყური ადევნეთ აქციებს და ამოყიდვებს თავად ავიაკომპანიების ვებ-გვერდებზე. ხშირად მათ პრომო-აქციები აქვთ, რომლის დროსაც ავიაბილეთის ფასი 30-50%-ით იკლებს. ონლაინ ავიაბილეთი შეიძინეთ ორივე მიმართულებით „გამგზავრება-დაბრუნება“ – ასეთ +20% თანხის დაზოგვას შეძლებთ.

მაღალი და დაბალი აქტივობის სეზონზე, შვებულებებისა და დღესასწაულების პერიოდში ფასები გაცილებით მაღალია, შუა სეზონზე ფრენისას შეძლებთ სერიოზული დანაზოგის გაკეთებას.

ავიაბილეთის ონლაინ დაჯავშინისას საშუალება გეძლევათ გამოიყენოთ ტრანზიტული რეისები. ამას რა უპირატესობა აქვს? – ის, რომ პირდაპირი რეისი გაცილებით ძვირია.

ონლაინ ბილეთების შეძენისას მიღებულ კიდევ ერთ სარგებელს წარმოადგენს ე.წ. „Stop over“-ის გამოყენების შესაძლებლობა. რა არის ეს? – ესეც ტრანზიტული გადაჯდომაა, მაგრამ დროში შედარებით ხანგრძლივი პერიოდით. ასეთ დროს თქვენ შეგიძლიათ დაათალიეროთ შუალედური ქალაქი. ბევრ ავიაკომპანიას ეს სერვისი აქვს უფასო, ზოგიერთში თანხის დამატებაა საჭირო. თუ მოგზაურობის დაგეგმვის დროს ონლაინ ავიაბილეთების შეძენისას ყურადღებას მიაქცევთ ჩარტერულ რეისებს, ამით სერიოზული დანაზოგის გაკეთებას შეძლებთ. ჩარტერი ეს არის არარეგულარული, სპეც-რეისი, რომელიც ხორციელდება კონკრეტულ დღეებში და ასეთი ფრენის ბილეთებს იყენებენ ტურისტული სააგენტოები ტურ-პაკეტებში ჩასადებად. იმ შემთხვევაში თუ ტური არ შედგა და ავიაბილეთები ამოსაყიდი გახდა, სააგენტო აკეთებს „ცხელ“ შეთავაზებას თავად ტურის ან მხოლოდ ავიაბილეთების, რაც საკმაოდ დაბალი ფასებით გამოიხატება. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ ამ შეთავაზების უარყოფითი მხარე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩარტერულ რეისებს აქვს ფრენის მცირე დიაპაზონი და ბილეთების დაჯავშნის შედარებით რთული სისტემა, ჩარტერი შეიძლება გაუქმდეს ან გადაიდოს სხვა დღეს. ავიაბილეთის ამ გზით შეძენის სარგებელი მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს:   «გემრიელი» ფასები.

მივედით ყველაზე საინტერესო მომენტამდე – მილები. ბევრი ავიაკომპანია გთავაზობთ მილების დაგროვებას, ანუ თუ თქვენ ხშირად დაფრინავთ ერთი და იგივე ავიაკომპანიით, შეგიძლიათ დააგროვოთ მილები (ნაფრენი მანძილის რაოდენობა) და შემდეგ გამოიყენოთ ავიაბილეთის ონლაინ შეძენისას. ზოგჯერ დაგროვილი მილებით შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასტუმრო, დაიქირაოთ ავტომობილი, გააკეთოთ სხვადასხვა შენაძენი, ისარგებლოთ სპა-სალონის მომსახურებით და ა.შ.

გსმენიათ რამე cash back-ის შესახებ?

პარტნიორულ პროგრამაში რეგისტრაცია და ონლაინ ავიაბილეთის ამ გზით შეძენა, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ თქვენი რეფერის ბმულით, რომელიც გეგზავნებათ პირად კაბინეტში, საშუალებას მოგცემთ დაიბრუნოთ ავიაბილეთში გადახდილი თანხის გარკვეულ ნაწილი, რომელიც სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რომელი კლასი და მიმართულება შეარჩიეთ.  

და ბოლოს, მთავარი – ავიაბილეთების ონლაინ შეძენისას აუცილებლად იქონიეთ  წესრიგში მოყვანილი პასპორტი და საბანკო ბარათის ანგარიშზე თანხა. ონლაინ ავიაბილეთი შეიძინეთ მაშინვე, როცა დაბალ ფასს და კარგ რეისს აღმოაჩენთ. გახსოვდეთ, რომ რამოდენიმე საათში შეიძლება ბილეთები სრულად ამოიყიდოს და ფასიც მკვეთრად გაიზარდოს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: