მთავარი ჯანმრთელობა შეარჩიეთ თეთრეული ფიგურის ტიპის მიხედვით: მოდელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

შეარჩიეთ თეთრეული ფიგურის ტიპის მიხედვით: მოდელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

by guramus

ლამაზი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სხეულის აგებულების შესაფერისი თეთრეული – ჰარმონიული გარეგნობის შექმნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ, შესაფერისი მოდელის შერჩევითაა შესაძლებელი საჭირო სილუეტის გამოკვეთა, რაც ნებისმიერ ქალს თავდაჯერებულობას მატებს.

ყველა ქალბატონს უნდა ახსოვდეს, რომ საცვლებსა და ბიუსტჰალტერს, უპირველეს ყოვლისა, იგი თავისთვის ყიდულობს. თეთრეული უნდა იყოს კომფორტული, პრაქტიკული, მიმზიდველი და, რასაკვირველია, უნდა შეესაბამებოდეს ფიგურის ტიპსა და ზომებს.

დასაწყისისთვის წარმოგიდგენთ ტრუსების ყველაზე პოპულარულ მოდელებს:

ეს მარტივი ილუსტრაცია დაგეხმარებათ მას-მარკეტის მიერ შემოთავაზებული თანამედროვე პროდუქტის მრავალფეროვნების განსაზღვრასა და იმ სასურველი მოდელის შერჩევაში, რომელიც საუკეთესოდ გამოკვეთს თქვენს ღირსებებს და დაფარავს ნაკლს.

1. ფიგურის ტიპი – „იდეალური“

ილუსტრაციაზე ნაჩვენები სხეულის ფორმის პატრონებს მოუხდებათ ნებისმიერი ტიპის თეთრეული, მათ შორის, ბიკინიც, რომელიც ყველას ნამდვილად არ უხდება. ყველაზე უბრალო და მომგებიანი ვარიანტია ბიკინისა და ფუშ-აფ ლიფისგან შემდგარი კომპლექტი.

2. ფიგურის ტიპი – „განიერი თეძოები“

სხეულის მსგავსი აგებულება ქვიშის საათს მოგაგონებთ. ასეთი აღნაგობა ვიწრო მხრებითა და თხელი წელით გამოირჩევა, რომელიც არაპროპორციულად ფართო თეძოებით გრძელდება. ჰარმონიული სილუეტის შექმნა შეგიძლიათ რბილთასებიანი ბიუსტჰალტერითა და დაბალწელიანი, ვიწრო სლიპ-ტრუსებით .

3. ფიგურის ტიპი – „ყურები და გალიფე“

იმისათვის, რომ ასეთი სხეულის ნაკლი – „ყურები“, თეძოების არეში, დამალოთ, რეკომენდებულია ფორმირებული თასების მქონე ლიფი და შორტი-ტრუსი. ტრუსების უფრო გახსნილი მოდელების შესახებ ცოტა ხნით მაინც უნდა დაივიწყოთ.

4. ფიგურის ტიპი – „პატარა ღიპი და სავსე თეძოები“

მუცლისა და თეძოების არეში რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის ეფექტურად შენიღბვა სრულებით შესაძლებელია. იმისათვის, რომ სხეულის ზედა და ქვედა ნაწილი დააბალანსოთ, რეკომენდებულია ფორმირებულთასებიანი ლიფი და მაღალწელიანი, განიერი ტრუსები.


5. ფიგურის ტიპი – „მეტისმეტად გამხდარი“

„ბიჭური“ აღნაგობის მქონე გოგონებს შეუძლიათ, ფორმები უფრო მომრგვალებული და მიმზიდველი თეთრეულის სწორად შერჩევით გახადონ. შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ფუშ-აფ ლიფი და საცვლები კონტრასტული ფერადი ორნამენტებით. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ უნაკერო მოდელებიც.


6. ფიგურის ტიპი – „განიერი მხრები და მასიური მკერდი“

გადაბრუნებული სამკუთხედის ტიპის აღნაგობის მქონე გოგონებმა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ვიწრო თეძოები და მასიური ზედატანი, უპირატესობა უნდა მიანიჭონ მაქიმალურად უბრალო ქვედა თეთრეულს +მოცულობითი დეკორაციების, შემავსებლებისა და მსხვილი ნაკერების გარეშე. რაც შეეხება ლიფს , რეკომენდებულია, თხელი ბრეტელებითა და უდრეკი კარკასით.


7. ფიგურის ტიპი – „გამოუკვეთავი წელი“

ასეთი აღნაგობის მქონე ქალბატონებს სასურველი რელიფის მიღწევა შეუძლიათ ან ვარჯიშით, ან ლამაზი თეთრეულის ყიდვით. ბაფთებიანი ბიკინი გვერდებს ვიზუალურად მოცულობას შემატებს თეძოების არეში და წელს, ასე თუ ისე, გამოკვეთს. იმისთვის, რომ სილუეტი უფრო ჰარმონიული გახადოთ, რეკომენდებულია ფორმირებული თასებისა და მოხსნადი თასმების მქონე ლიფის გამოყენება.


8. ფიგურის ტიპი – „სავსე“

სავსე ფორმების მქონე ქალბატონებმა, ბიუსტჰალტერის შერჩევისას, უპირატესობა მეტალისა და განიერი თასმების მქონე მოდელს უნდა მიანიჭონ. ტრუსებს მავიწროებელი ეფექტი და მაქსიმალურად მაღალი წელი უნდა ჰქონდეს.

აუცილებელი არაა, რომ ლამაზი თეთრეული მოდასა და ტრენდებს შეესაბამებოდეს – მისი მთავარი მიზანი ხომ ღირსებების გამოკვეთა და ნაკლის დაფარვაა. მოდის დევნისას უამრავი ლამაზი ქალი ივიწყებს საკუთარ კომფორტზე და ირჩევს აქტუალურ, მაგრამ ნაკლებად შესაფერის მოდელებს, როცა ჰარმონიული სილუეტის შექმნის მთელი საიდუმლოება სწორედ საკუთარი აღნაგობის შესაბამისი თეთრეულის შერჩევაშია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: