მთავარი საკითხავი 4 შესანიშნავი ნოველა, რომელზეც ღირს ფილმის გადაღება

4 შესანიშნავი ნოველა, რომელზეც ღირს ფილმის გადაღება

by guramus

როგორც ვიცით, ფილმმეიქერები ხშირად რომანების და ნოველების შთაგონებით იღებენ ფილმებს.

თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ნოველა, რომელზეც ღირს დაფიქრება. მათი სიუჟეტი იმდენად მოქმედებითია, რომ ფილმი აუცილებლად გახდება შემოსავლიანი.

ჯენიუსი გთავაზობთ რამდენიმე რომანს, რომელზეც ღირს ფილმის გადაღება:


ზღვა, ზღვა – აირიშ მერდოკი (The Sea, the Sea by Iris Murdoch)
წიგნი წარმატებულ მსახიობზე და რეჟისორზეა, რომელიც გადაწყვეტს კარიერის მიტოვებას და ზღვისპირზე დაიწყებს ცხოვრებას, მაგრამ აძლევს კი წარსული მოსვენებას? იქნებ ჯერ კიდევ არ არის მზად სცენის მისატოვებლად.


კატის აკვანი – კურტ ვონეგუტი (Cat’s Cradle by Kurt Vonnegut)
“კატის აკვანი” ვონეგუტის ყველაზე ცნობილი რომანია. არაჩვეულებრივი შავი იუმორი, სარკაზმი და ერთიანი, შეკრული ფაბულის არარსებობა. ფილმი ნამდვილად შესანიშნავი დასასრულით იქნება. ისეთით, დიდი დროით საგონებელში რომ ჩაგაგდებს კაცს.


მარტოობის 100 წელი – გაბრიელ გარსია მარკესი (One Hundred Years of Solitude by Gabriel García Márquez)
„მარტოობის ასი წელიწადი“ (ესპ. Cien años de soledad) — კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის გაბრიელ გარსია მარკესის 1967 წლის რომანია. რომანში უხვად არის გამოყენებული უძველესი კულტურული სიმდიდრე: კლასიკური მითოლოგიური თემები, ხალხური ზღაპრული სახეები.
ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში – მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავი. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.


შუშის ქალაქი – პოლ ოსტერი (City of Glass by Paul Auster)
”შუშის ქალაქის” მთავარი პერსონაჟი დენიელ ქუინია, მოდერნიზებულ ბრუკლინში მცხოვრები დონ კიხოტი, რომელიც წარმოსახვებს ებრძვის და ამით საკუთარ თავს გაურბის. სამაგიეროდ სტილმენის ლანდად იქცევა და მისი დევნის პირველივე დღეს საჩოთირო მდგომარეობაში ვარდება – გრანდ სენტრალზე ორ სტილმენს ხედავს. კაცებს შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ინტუიციით უნდა გაარჩიოს, რომელია მისი სამიზნე და რომელი – არა. ეს არჩევანი მის მთელ ცხოვრებას შეცვლის; იმდენად, რომ ერთ დღეს, მრავალ ჭირ-ნახული ქუინი, რომელსაც უკვე დიდი ხანია პოლი ჰქვია, ვიტრინაში საკუთარ ანარეკლსაც ვეღარ იცნობს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: