მთავარი რჩევები თუ ინტიმურ ზონებში ქავილი გაწუხებთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს 7 საშუალება. წამში განთავისუფლდებით უსიამოვნო შეგრძნებისგან.

თუ ინტიმურ ზონებში ქავილი გაწუხებთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს 7 საშუალება. წამში განთავისუფლდებით უსიამოვნო შეგრძნებისგან.

by guramus

ქალბატონებმა, რომლებსაც მსგავსი პრობლემა გამოუცდიათ, კარგად იციან, რამდენი უსიამოვნება მოაქვს ქავილს ინტიმურ ზონაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უხერხული სიმპტომის მოსპობა ძალიან მარტივად შეიძლება.

1. ზოგიერთი პირადი ჰიგიენის საშუალების გამოყენება

ეს ვაგინალური ქავილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ამ შემთხვევაში, გამოსავალი ძალიან მარტივია. შხაპის საპნის, შხაპ-გელისა და ქაფიანი აბაზანების მიღება იწვევს ვაგინის კანის გამოშრობასა და გაღიზიანებას, რაც ქავილს იწვევს. არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც სიმშრალესა და გაღიზიანებას იწვევს:

კონტრაცეპტივები, კრემები და მალამოები, სარეცხი ფხვნილები, თეთრეულის კონდიციონერები. შესაძლოა, ალერგიულ რეაქციას თქვენში ამ საშუალებების ერთ-ერთი კომპონენტი იწვევდეს, ამიტომაც ჯობია, ნაკლებად აგრესიული საშუალებები გამოიყენოთ.

2. მენოპაუზით გამოწვეული სიმშრალე

მენოპაუზის დადგომისას ქალში ესტროგენების პროდუქცია იკლებს, რაც მთელ რიგ სიმპტომებს იწვევს:

ვაგინის ლორწოვანას სიმშრალე, გაღიზიანება, ქავილი. ამ უსიამოვნების მკურნალობისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

3. სოკოვანი ინფექცია

კანდიდა – ესაა სოკოვანი ინფექცია, რომელიც, ნორმის მიხედვით, ვაგინაში არსებობს. თუმცა, თუ სხეულის ამ ნაწილში საკმარისი სასარგებლო ბაქტერია არაა, კანდიდა იწყებს უკონტროლო გავრცელებასა და განვითარებას, რაც ქავილსა და ფაფის კონსისტენციის გამონადენს იწვევს. სოკოვანი ინფექცია, ხშირად, ანტიბიოტიკების კურსის გავლის შემდეგ იჩენს თავს.

4. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

დაუცველი სქესობრივი აქტი შესაძლოა დაინფიცირების მიზეზი გახდეს. ასეთი ინფექციები, რომლებიც იწვევს ქავილსა და სხვა სიმპტომებს(მაგალითად, გამონადენის თვისებების ცვლილებას), მოიცავს შემდეგ პათოლოგიებს:

ქლამიდიოზს, გონორეას, ტრიქომონიაზსა და გენიტალურ ჰერპესს.

5. ბაქტერიული ვაგინოზი

გამოწვეულია ვაგინის მიკროფლორის დისბალანსით(არასაკმარისი სასარგებლო ბაქტერიებისა და დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიების არსებობა). ინფექცია იწვევს შემდეგ სიმპტომებს: ქავილს, წვასა და სუნიან გამონადენს.

6. კანის საფარველის დაავადება

იშვიათ შემთხვევებში, ინტიმური ზონის ქავილი კანის დაავადებით(ეგზემა, ფსორიაზი) შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს დაავადებები არაა გადამდები და საკმაოდ იშვიათად ედება გენიტალიებს, თუმცა იწვევს გაღიზიანებას, სიწითლესა და ქავილს.

7. ვულვის კიბო

უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, ამ ზონის ქავილი შესაძლოა ვულვის(ქალის გარე სასქესო ორგანოების) კიბოთი იყოს გამოწვეული. კიბოს ეს ფორმა საკმაოდ ხშირად, უსიმპტომოდ ვითარდება, თუმცა, ხშირად იწვევს ტკივილს, ქავილსა და სისხლდენას.

ნუ დაგავიწყდებათ რეგულარული ყოველწლიური გამოკვლევები გინეკოლოგთან სასქესო ორგანოების დაავადებების ადრეულ სტადიაშივე დიაგნოსტირებისათვის.

რჩევები ინტიმურ ზონაში ქავილის მოსაშორებლად

თუ ქავილი თავისით არ გადადის და სხვა სიმპტომებიც ახლავს თან, მიმართეთ გინეკოლოგს. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ ქავილის თავიდან ასაცილებლად:

• ყოველდღიურად დაიბანეთ ინტიმური ზონა თბილი წყლითა და უსუნო საშუალებით;

• არ გამოიყენოთ წყლის დიდი ჭავლი;

• გამოიყენეთ ბამბის საცვლები და ყოველდღიურად გამოიცვალეთ;

• არ გამოიყენოთ შხაპის საშუალებები;

• დაიცავით თავი სექსის დროს, თუ რეგულარული პარტნიორი არ გყავთ;

• დაავადებების სიმპტომების გაქრობამდე, თავი შეიკავეთ სქესობრივი აქტისგან;

• არ მოიქავოთ ინტიმური ზონა – ეს მხოლოდ გაგიძლიერებთ ქავილის შეგრძნებას.