მთავარი რჩევები თუ ამ მავნე ჩვევებს არ მოეშვებით, ნაოჭები მალე გაგიჩნდებათ

თუ ამ მავნე ჩვევებს არ მოეშვებით, ნაოჭები მალე გაგიჩნდებათ

by guramus

ნაოჭები დაბერების პროცესს თან აუცილებლად ახლავს, თუმცა ხშირად ისინი უფრო ადრეულ ასაკშიც ჩნდება. ნაოჭები თავს იჩენენ ნაკეცების სახით კანზე, განსაკუთრებით კი მზისგან დაუცველ ადგილებში, როგორებიცაა: სახე, ყელი, ხელები და წინამხრის მიდამოები. მზის მოქმედება ნაოჭების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

პროცესი ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში უფრო ხშირად მიმდინარეობს. ნაოჭების გაჩენის სხვა ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, გაუწყლოება, ასევე გარკვეული სამედიცინო პრეპარატები და მკურნალობის კურსები. თუმცა, ნაოჭების გაჩენის პროვოცირება რამდენიმე მავნე ჩვევასაც შეუძლია. ესენია:

წოლა მუცელზე ან გვერდზე

ძილი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კანისთვის. ეცადეთ დღეში არანაკლებ 6-7 საათი იძინოთ – ეს დაგეხმარებათ, გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად. თუმცა, ვინაიდან კანზე ვსაუბრობთ, აუცილებელად უნდა მიაქციოთ ყურადღება ძილის პოზასაც.

სილამაზის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მუცელზე ან გვერდებზე წოლა პროვოცირებას უწევს ნაოჭების გაჩენას, მიუხედავად თქვენი ბალიშის სირბილისა, მასში სახის ჩამალვისას კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები ზეწოლას ახორციელებს თქვენს კანზე, რაც, დროთა განმავლობაში, გამოიწვევს ნაოჭებს ნიკაპზე, ლოყებსა და შუბლზე.

ამ შედეგის აღსაკვეთად, უმჯობესია იზინოთ ზურგზე. ამას გარდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოიყენეთ ატლასის ბალიშისპირი.

კონკრეტული მიმიკების ხშირი განმეორება

სახის მიმიკები ჩვენი კომუნიკაბელურობის გამოხატულებაა, მაგრამ მისი ერთ-ერთი მოძრაობის ხშირი გამეორება შეიძლება ნაადრევი დანაოჭების მიზეზი გახდეს.

ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი მიმიკები, ნაკლებად შეიჭმუხნეთ და კიდევ უფრო ნაკლებათ გამობერეთ ტუჩები. თანაც, არ ღირს მაკიაჟის გაკეთების დროს სახის გაჭიმვა. გამოიყენეთ მაღალხარისხისნი ღამის სახის კრემები, რათა დაეხმაროთ კანს ღამით აღდგენაში.

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება

ალკოჰოლის მიღება დამღუპველია არამხოლოდ თქვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ თქვენი კანისთვისაც. ალკოჰოლი აჩქარებს თქვენი დაბერების პროცესს ვიტამინ A-ს განადგურებით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში. მისი უკმარისობა ნაადრევ დაბერებას იწვევს.

ალკოჰოლის გამოყენება ასევე იწვევს სისხლძარღვების გაფართოვებას, რომლებიც სულ მალე გადაიქცევა შეუხედავ ვარიკოზულ ვენებად.

ალკოჰოლი ასევე ძლიერი შარდმდენია, ასე, რომ რაც უფრო მეტს მიიღებთ მას, მით უფრო გაუწყლოვდება თქვენი ორგანიზმი, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ნაადრევ დაბერებას.

იმისათვის, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანმრთელი და ელასტიური, გირჩევთ, უარი თქვათ ალკოჰოლზე. თუ ამ მავნე ჩვევის დათმობის შემდეგ გაგიჩნდებათ პრობლემები, აუცილებლად მიმართეთ ადეკვატურ პროფესიონალს დახმარებისთვის.

მოწევა

მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო, უშვილობა, გულის დაავადებები, გაუწიოს სისხლის მაღალ წნევა და სხვა მრავალი პათოლოგია. თუ ეს შედეგები არ არის საკმარისი მოწევისთვის თავის დასანებებლად, მაშინ მოემზადეთ ნაადრევად დანაოჭებისთვის.

მოწევა აუარესებს თქვენი კანის შემადგენლობას და იწვევს ფსორიაზს, აჭრელებს კანს და ხდის უსიცოცხლოს. მოწევის შედეგად ტუჩების ირგვლივ კუნთები თანდათან იტვირთება, რაც, დროთა განმავლობაში, იწვევს ღრმა ნაოჭებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ ეწევით, თამბაქოს კვამლს შეუძლია დააზიანოს თქვენი კანი.

მზისგან დამცავი კრემების უგულებელყოფა

მზის მავნე გამოსხივების ზემოქმედება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ნაოჭების გაჩენისა. მეტიც, ეს ზრდის კანის კიბოს ან ავთვისებიანი მელანომის გაჩენის რისკს.

ნაოჭების გაჩენის შესაფერხებლად აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები. მზეზე რამდენიმე წუთით გაჩერებაც კი საკმარისია კოლაგენების გასახლეჩად, რაც, თავის მხრივ, იწვევს ნაადრევ დანაოჭებას. გამოიყენეთ არანაკლებ 15 SPF-ს (მზისგან დამცავი ფაქტორი) შემცველობის კრემი ყოველდღე, მთელი წლის განმავლობაში. ამას გარდა, აქტიურ მზეზე ყოფნისას გამოიყენეთ ფართო ქუდები, გრძელმკლავიანი ზედები და მზისგან დამცავი სათვალეები.

ვინაიდან მზე არის სასიცოცხლოდ მნიშბვნელოვანი ვიტამინ D-ს ძირითადი წყარო, აუცილებელია დღის საათებში რამდენიმე წუთით მზის სხივების მიღება. ეცადეთ, მოერიდოთ მზის სხივებს ყველაზე ცხელ დროს – 10:00-დან 16:00 სააამდე.

მაკიაჟით ძილი

გრძელი და დამღლელი დღის ბოლოს ზოგიერთ ქალს არ სურს ძილის წინ დროის დახარჯვა მაკიაჟის მოშორებაში. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კოსმეტიკის მთელი ღამით დატოვება კანზე, ვინაიდან ის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თქვენს კანს.

დღის განმავლობაში მაკიაჟი აგროვებს სიბინძურეს და, თუ ძილის წინ არ ჩამოიბანთ კოსმეტიკას სახიდან, ის დალუქავს კანზე არსებულ ფორებს და ხელს შეუწყობს კოლაგენის ბოჭკოების განადგურებას.
დაუთმეთ თქვენს კანს 10 წუთი მაინც დაძინებამდე. მოიშორეთ მაკიაჟი, დაიტანეთ მსუბუქი, დამარბილებელი რძე და წაისვით ღამის კრემი. ეს საშუალებას მისცემს თქვენს კანს, ისუნთქოს მთელი ღამის განმავლობაში.

სკრაბების ხშირი გამოყენება

აქერცვლა კანიდან მკვდარი უჯრედების, სიბინძურისა და ზედმეტი ცხიმის მოშორების არაჩვეულებრივი საშუალებაა. რეგულარული პილინგი ხელს უწყობს კრემებს და სხვა საშუალებებს ღრმად შეაღწიონ კანში, მიანიჭონ მას ახალგაზრდული იერი და ბზინვარება.

თუმცა, პილინგის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭირო ცხიმების ჩამოცილება, კანის გაწითლება და გაღიზიანება.

გამოიყენეთ სკრაბი კვირაში მაქსიმუმ ერთხელ მშრალი კანის შემთხვევაში, ხოლო ცხიმიანი კანის ქონისას – ორჯერ.

ხანგრძლივი და ცხელი შხაპი

რასაკვირველია, დამღლელი დღის შემდეგ ცხელი შხაპი არაჩვეულებრივი რელაქსატორია, თუმცა, სამწუხაროდ, ამან შეიძლება კანის პრობლემები, მათ შორის, ნაოჭების გაჩენა გამოიწვიოს. ცხელი წყალი კანს უკარგავს ბუნებრივ ცხიმს, რომელიც დამცველი ბარიერის როლს ასრულებს. ეს ზრდის კანის მიდრეკილებას ნაადრევი დაბერებისაკენ.

უკეთესია, შხაპი მიიღოთ თბილი წყლით, რაც შეგინარჩუნებთ ტენიანობას და კარგად მოქმედებს თმებზეც.

თვალის ირგვლივ კანის უყურადღებოდ დატოვება

ნაოჭები თვალის ირგვლივთქვენს სახეს გაცილებით ასაკოვან იერს აძლევს. ასე ხდება იმიტომ, რომ კანი თვალის ირგვლივ უფრო მჩატეა და მარტივად შეიძლება დაზიანდეს მზის სხივების ან სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, რომლებიც გარემოში მუდმივად იჩენს თავს.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაოჭების გაჩენა,განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახის ამ ნაწილს. ეცადეთ, არ გააღიზიანოთ თითებით, რადგანაც ეს იწვევს ნაოჭების ფორმირებას და მუქი წრეების გაჩენას თვალის ირგვლივ.

გამოიყენეთ კარგი ხარისხის დამარბილებელი კრემები თვალისთვის. დღეში რამდენჯერმე დაიტანეთ კრემი და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ ეს ადგილები, რათა გააუმჯობესოთ ცირკულაცია და მისცეთ კანს საშუალება, გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად. ყველაფერთან ერთად, ატარეთ მზისგან დამცავი სათვალეები, რათა დაიცვათ თვალები მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.

ყურადღებას არ ამახვილებთ ხელებზე, კისერსა და ყურებზე

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გლუვი და უნაოჭო სახის კანი გაქვთ, რბილი კისრისა და ხელის კანი მაინც ადვილად ნაოჭდება, რაც თქვენს ასაკთან შედარებით უფრო ასაკოვნად გაჩენთ.

გამოიყენეთ სკრაბი ყელის, ყურებისა და ხელების მიდამოებში ერთხელ ან ორჯერ კვირაში. სხეულის ამ მონაკვეთებზე ყოველდღე დაიტანეთ დამარბილებელი კრემი, ხოლო ზამთრის თვეებში გამოიყენეთ ისინი შხაპის მიღების შემდეგ, რათა შეინარჩუნოთ ტენიანობა.

ამასთან, არ გამოგრჩეთ ყელი, ხელები და ყურები მზისგან დამცავი კრემის გამოყენების დროს.
ამ ჩვევებისგან გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენი კანი გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს, ელასტიურობასა და ბზინვარებას.