მთავარი რჩევები “საშვილოსნოს ტკივილი დამეწყო 40 წელს რომ გადავცდი, არ ვიცოდი რა მექნა, სანამ ეს ინფორმაცია არ წავიკითხე.”

“საშვილოსნოს ტკივილი დამეწყო 40 წელს რომ გადავცდი, არ ვიცოდი რა მექნა, სანამ ეს ინფორმაცია არ წავიკითხე.”

by guramus

ენდომეტრიოზი – ტკივილისშემცველი მდგომარეობა რეპროდუქტიული ასაკის ქალებში. იგი ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა ქსოვილი, რომელიც საშვილოსნოს აკრავს, იზრდება და საზღვრებს სცდება. როგორც წესი, ეს დარღვევა საკვერცხეებსა და ფალოპის მილებზე მოქმედებს, თუმცა, ხშირად, იგი სცდება საზარდულის არეებსაც.

ცალკეულ შემთხვევებში, ენდომეტრიოზი სიმპტომების გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. სიცოცხლეს საფრთხეს ვერ უქმნის, თუმცა ჯანმრთელობას საგრძნობლად აზიანებს. საქმე ისაა, რომ გაზრდილი ენდომეტრიული ქსოვილი საშვილოსნოს გარეთაც ისევე ფუნქციონირებს, როგორც შიგნით – მენსტრუაციის პერიოდში იგი სქელდება და იწყებს სისხლდენას, რაც იწვევს ენდომეტრიალურ კისტებს საკვერცხეებში.

ენდომეტრიოზი, რომელიც სხვა მონაკვეთებსაც მოედება, გამოიწვევს ანთებით პროცესებს და სხვა გართულებებს ახლომდებარე ქსოვილებში, უნაყოფობის ჩათვლით. ენდომეტრიოზით დაავადებული ქალების 1/3-1/2ს არ შეუძლია დაფეხმძიმება.

დაავადება შესაძლოა ძლიერი ტკივილებით გამოიხატოს, განსაკუთრებით, მენსტრუაციის პერიოდში.

ამას გარდა, გაითვალისწინეთ, რომ ამ საშინელი დაავადების სიმპტომები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. ტკივილის ინტენსიურობა არავითარ კავშირშია ენდომეტრიოზის სტადიასთან – ტკივილის ინტენსიური გამოვლინება მის ადრეულ ეტაპზეც სრულიად ნორმალურია.

ენდომეტრიოზის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება:

• მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და ტკივილი მენსტრუაციის დროს;

• სქესობრივი აქტის დროს ტკივილის შეგრძნება;

• მენსტრუალური ტკივილები მუდმივად;

• სირთულეები განაყოფიერების დროს;

• უხვი სისხლდენა მენსტრუაციის დროს;

• სისხლდენა მენსტუალურ პერიოდებს შორის;

• კონვულსიები;

• ტკივილი წელის არეში.

ზოგიერთ ქალში მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომი გვხვდება, ზოგში კი ყველა ერთად. ამას გარდა, შესაძლოა იგი სიმპტომების გარეშეც განვითარდეს. სამწუხაროდ, ენდომეტრიოზი არ იკურნება, თუმცა, მისი უყურადღებოდ დატოვება აუცილებლად გააუარესებს მდგომარეობას.

საბედნიეროდ, გართულებებისა და ტკივილის თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე საშუალება. სამედიცინო დახმარების კონკრეტული გზა მხოლოდ ექიმს შეუძლია დანიშნოს. პრაქტიკაში ქირურგიული ჩარევის შემთხვევებსაც ჰქონია ადგილი. ენდომეტრიოზის კონტროლის ამა თუ იმ ფორმაზე ყველა ორგანიზმი სხვადსხვაგვარად რეაგირებს, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: