მთავარი რჩევები ამ მეთოდების გამოყენებით შეამცირებთ ანთებით პროცესებს სისხლძარღვებში, გააუმჯობესებთ სისხლის ცირკულაციას და გათავისუფლდებით ფლებიტისგან

ამ მეთოდების გამოყენებით შეამცირებთ ანთებით პროცესებს სისხლძარღვებში, გააუმჯობესებთ სისხლის ცირკულაციას და გათავისუფლდებით ფლებიტისგან

by guramus

ფლებიტი ვენების დაავადებაა, რომლის დროსაც მიმდინარეობს სისხლძარღვების კედლების ანთებითი პროცესები სისხლის ცირკულაციის დარღვევების შედეგად.

ფლებიტის განვიტარების მთავარი ფაქტორია ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლძარღვები შეიძლება შეშუპდეს, კედლებზე კი გაჩნდეს კოლტები, რომლებიც ე.წ. ტრომბოფლებიტს იწვევს.

ყველაზე ხშირად, ეს დაავადება აზიანებს ფეხების, ხელებისა და მხრების სისხლძრღვებს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ფლებიტი ძალიან „ჩუმად“ ვითარდება და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება, თუმცა არსებობს საერთო სიმპტომებიც:

1. დაზიანებული ვენების მიდამოებში მუდმივი ტკივილის შეგრძნება;

2. მომატებული მგრძნობელობა;

3. ცხელი კანი დაზიანებულ მონაკვეთში;

4. გულისცემის გახშირება;

5. ციებ-ცხელება;

6. ინტენსიური ტკივილები, რომლებიც ზეწოლის დროს იზრდება;

7. ვენების მოცულობის მნიშვნელოვანი გაზრდა;

8. შეშუპება;

9. კანის გაწითლება ან გაყვითლება.

თუ ამ დაავადებას აღმოაჩენთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუმცა, ამ მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენ მიერ მოცემული რეკომენდაციების გამოყენებითაც შეგიძლიათ:

 1. მოცვი

ამ პატარა კენკრაში საკვები პროდუქტებისა და ფლავონოიდების ძალიან დიდი რაოდენობა გვხვდება, რაც სისხლის პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება. მოცვი, ასევე, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაცაა, რომელიც ამსუბუქებს ტკივილს, შეშუპებასა და სიწითლეს.

ამიტომაც, აუცილებელად ჩართეთ ეს უნიკალური კენკრა თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

2. კომპრესები

იმისათვის, რომ შეამციროთ ანთება, მოადუნოთ კუნთები და შეიმსუბუქოთ ტკივილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტემპერატურის ცვლიულებები (თბილი ან ცივი კომპრესები რიგ-რიგობით).

დაიდეთ ცხემი კომპრესი(ცხელ წყალში ამოვლებული ქსოვილი) 10 წუთით, შემდეგ შეცვალეთ იგი ცივი კომპრესით. გაიმეორეთ პროცედურა 30-40 წუთის განმავლობაში.

თუ დაზიანებული მონაკვეთი ფეხია, წამოწიეთ იგი ეფექტურობის გასაზრდელად.

3. არნიკა

არნიკა, მცენარეების სამყაროში, ერთ-ერთ საუკეთესო ანალგეტიკად ითვლება. იგი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს სისხლძრღვებში და ამცირებს სილურჯეების წარმოქმნას. გამოპიყენეთ არნიკა კრემის, ზეთის, მალამოს ან ჩაის სახით მცირე რაოდენობებით.

ფლებიტის პროფილაქტიკა:

1. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაა.

2. თქვენი დიეტა უნდა შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს, ცელულოზას, სითხის საკმარის ოდენობას და მცირეოდენ მარილებს გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის. რათა უზრუნველყოთ სისხლის გამართული მიმოქცევა.

3. დაემშვიდობეთ ცხოვრების პასიურ წესს. თუ არ გსურთ სავარჯიშოების შესრულება, სცადეთ სეირნობა, ფეხების მოძრაობა ან ყოველ ღამით, ძილის წინ, მათი წამოწევა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით.

4. აკონტროლეთ კვება, რათა თავიდან აიცილოთ წონის მოულოდნელი მომატება ან კლება.

5. შეინარცუნეთ ოთახის ტემპერატურა და, პირველ რიგში, თავი მოარიდეთ მაღალ ტემპერატურებს.

6. გადააადგილეთ ხელები და ფეხები 2 საათში მაქსიმუმ ერთხელ.

7. ნუ მოწევთ, რადგან მოწევა ზრდის სისხლის მოცულობას და, რასაკვირველია, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ბლოკავს სისხლძარღვებს.

8. გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი და მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

შეასრულეთ ეს მარტივი ჩვევები და სულ მალე თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ მდგომარეობის საგრძნობელ გაუმჯობესებას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: