მთავარი ჯანმრთელობა როგორ გავწმინდოთ მუცელი და ნაწლავები შლაკებისგან?

როგორ გავწმინდოთ მუცელი და ნაწლავები შლაკებისგან?

by guramus

ნაწლავები ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში. ის არამხოლოდ ამუშავებს საკვებ პროდუქტებს და აშორებს ნარჩენებს, არამედ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა ტოქსინი, ქიმიური ნივთიერება და მავნე ბაქტერია ორგანიზმიდან გაიდევნება.

ამას გარდა, იგი უზრუნველყოფს, რომ ჯანმრთელი საკვები პროდუქტები და ვიტამინები საკვებისგან ორგანიზმმა შეიწოვოს.

თუ საჭმლისმომნელებელი ტრაქტი სწორად არ ფუნქციონირებს , ეს გამოიწვევს უამრავ მავნე ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. არაჯანსაღი ტოქსინები არ გამოიდევნება ორგანიზმიდან და, ამრიგად, გაიჭედება ნაწლავებში, რაც არამხოლოდ დაღლილობას, თავის ტკივილსა და კანის პრობლემებს გამოიწვევს, არამედ ხელს შეუწყობს სხვადასხვა დაავადების გაჩენასაც.

სიმპტომები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ ნაწლავები არაოპტიმალურად და არაეფექტურად მუშაობს, მოიცავს: შებერილ მუცელს, გაზების წარმოქმნას, დიარეას, კუჭის გაღიზიანებას, ყაბზობას, მადის დაკარგვას ან პირიქით, მომატებას, მუდმივი შიმშილის გრძნობას.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ამ სიმპტომებიდან ერთზე მეტი მაინც, კარგი ბაქტერიებისა და პრობიოტიკების(იოგურტი, კეფირი, მოთუშული კომბოსტო) მიღების პარალელურად, შეგიძლიათ გაიაროთ ნაწლავების გაწმენდის კურსი.

გთავაზობთ ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელმაც თავისი ეფექტურობა ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაამტკიცა, მიღებული შედეგები კი აღგაფრთოვანებთ:

მოამზადეთ 100 მლ ლიმონისა და 50 მლ ჯანჯაფილის წვენი, შურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ 100 მლ სუფთა წყალი. გადაასხით ყინულის ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში.

გაათბეთ 150 მლ სუფთა წყალი, დაუმატეთ მწიკვი ზღვის ან ჰიმალაური მარილი და მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ვაშლის ცოტაოდენი ახლადდაწურული წვენი და გაყინული მასის 1-2 კუბი. მოურიეთ და დაელოდეთ, სანამ ტინულის კუბები ბოლომდე არ დადნება.

მიიღეთ ეს სასმელი დილით, უზმოზე, შემდეგ კიდევ ერთხელ, მსუბუქი სადილის წინ. რეკომენდებულია სასმლის მოხმარება 14-15 დღის მანძილზე. გაიმეორეთ კურსი წელიწადში 3-4ჯერ.

კურსის დაწყებისას რეკომენდებულია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება. აუცილებელია, რომ თქვენი საკვები შეიცავდეს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების ჯანსაღ ნერთებს. არ დაგავიწყდეთ ბოსტნეული და ხილი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: