მთავარი ჯანმრთელობა ეს 3 რეცეპტი თქვენს ფრჩხილებს ქვასავით მაგარს და მტკიცეს გახდის

ეს 3 რეცეპტი თქვენს ფრჩხილებს ქვასავით მაგარს და მტკიცეს გახდის

by guramus

ნებისმიერი ქალის სურვილია გრძელი და მყარი ფრჩხილების ქონა. ასეთ ფრჩხილებზე მანიკური ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრჩხილის ზედაპირი მტვრევადი გახდა?

ძალიან ხშირად, ამის მიზეზი ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობაა, რისი აღმოფხვრაც კვების დაბალანსებითაა შესაძლებელი.

სახლის პირობებში ფრჩხილების სწრაფად გასაზრდელად დაიცავით შემდეგი წესები:

1. გამოიყენეთ ნიორი

რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, წაისვით ნიორი ფრჩხილებზე. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია.
აიღეთ 1 კბილი ნიორი, გაჭერით შუაზე და წაისვით ყველა ფრჩხილზე(ნივრის შიდა მხარე).

დაიტოვეთ ნივრის წვენი 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. უსიამოვნო სუნს ლიმონის გამოყენებით მოიშორებთ.

2. არ დაგავიწყდეთ ვიტამინი Е

იგი შეიცავს დამცველ, მკვენაც და აღმდგენელ თვისებებს, რაც ბზინვარებას და სილამაზეს ანიჭებს არამარტო თქვენს ფრჩხილებს, არამედ კანსა და თმებსაც.

მოამზადეთ ზეთების ნარევი: თანაბარი პროპორციებით შეურიეთ ნუშისა და ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ვიტამინი Е (იყიდება კაფსულების სახით). მოურიეთ, შეათბეთ ნელ ცეცხლზე და დაიტანეთ ნუნებსა და ფრჩხილებზე. გაიჩერეთ მთელი ღამით.

ჩაატარეთ ეს პროცედურა მინიმუმ 10 დღის მანძილზე და მიიღეთ თქვენი ოცნების ფრჩხილები.

3. ჩაიტარეთ ღამის პროცედურები

ღამე საუკეთესო დროა ფრჩხილების მკურნალობისთვის. ძილის წინ დაიტანეთ ფრჩხილებზე ასეთი ნარევი:

რამდენიმე წვეთი ვიტამინი Е-ს, ნუშისა და აბუსალათინის ზეთი კარგად შეურიეთ, წაისვით ფრჩხილებზე და ჩაიცვით სპეციალური ხელთათმანები, რათა რეგენერაციის პროცესი გაააქტიუროთ.

ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია 7 დღის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ შესამჩნევ შედეგს.