მთავარი ჯანმრთელობა თუ ნაწლავებში გაზები ხშირად გიგროვდებათ, ეს პროდუქტები გაგათავისუფლებთ დისკომფორტისგან

თუ ნაწლავებში გაზები ხშირად გიგროვდებათ, ეს პროდუქტები გაგათავისუფლებთ დისკომფორტისგან

by guramus

გარდა საჭმლის მომნელებელი სისტემების დარღვევებისა(გერდ), წყლულოვანი კოლიდი, გასტროპარეზი, კრონის დაავადება და სხვ.), გაზების დაგროვებას ჭამის დროს დიდი რაოდენობით ჰაერის ჩაყლაპვა, საჭმლის ჭარბად მიღება, მოწევა ან საღეჭი რეზინის მუდმივი ღეჭვა იწვევს.

ამას გარდა, მეტეორიზმი შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებამ და ამ პროდუქტების არასრულად გადამუშავებამ, ასევე, მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიების დაშლით.

პროდუქტები, რომლებიც იწვევს გაზების ჭარბად დაგროვებას

იმან, რაც დიდი რაოდენობით გაზების დაგროვებას იწვევს ერთ ადამიანში, შესაძლოა სულაც არ შეაწუხოს მეორე. თუმცა, ნივთიერებები, რომლებიც გაზებს წარმოშობს, შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში შედის:

1. პარკოსანი მარცვლეულები და ოსპი;

2. ყვავილოვანი ბოსტნეულები(თეთრი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბოკ-ჩოი და ბრიუსელური კომბოსტო);

3. ბურღულეული;

4. რძის პროდუქტები, რომლებიც ლაქტოზას შეიცავს;

5. ფრუქტოზა, რომელიც ზოგიერთი ხილის შემადგენლობაში შედის და გამოიყენება დამატკბობლის სახით;

6. სორბიტი – შაქრის შემცვლელი;

7. ტკბილი გაზიანი სასმელები.

მუცლის შებერილობის შემთხვევაში, ნუ მიიღებთ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს. უკეთესი იქნება, თუკი მათ საჭმლისმომნელებელი სისტემისთვის სასარგებლო პროდუქტებით ჩაანაცვლებთ.

პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ მეტეორიზმის დროს

1. სელის თესლი

ეს პროდუქტი მდიდარია სასარგებლო ლიპიდებითა და ცხიმმჟავა ომეგა-3-ით. იგი ეხმარება ორგანიზმს ანთებებთან ბრძოლაში. დაუმატეთ იგი სახლში დამზადებულ ნატურალურ კოქტეილს, იოგურტს, ფაფებსა და სალათებს.

2. მოცვი

ფლავონოიდებით მდიდარი პროდუქტი არამხოლოდ მუცლის შებერილობისას, არამედ ორგანიზმში სითხის შეკავების შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. ამას გარდა, კენკრას ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, რაც უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების კონტროლს.

3. ალუბალი

ალუბლის ხის სასარგებლო და გემრიელი ნაყოფი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა და, ამასთან, მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

4. კარი

აღნიშნული სანელებელი შეიცავს კურკუმას, რაც გეხმარებათ ორგანიზმში სითხის შეკავების დარეგულირებასა და პათოლოგიური პროცესების(მათ შორის, კიბოს) კონტროლში. შეცვალეთ მარილი სუნელი კარით და თქვენი კვება გაცილებით ჯანმრთელი გახდება.

5. მწვანე ჩაი

ეს სასმელი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ფლობს შარდმდენ თვისებებს. მუცლის შებერილობის დროს გაცილებით სასარგებლოა ერთი ფინჯანი მწვანე ჩაის მიღება, ვიდრე ჩვეულებრივი შავი ჩაის ან ყავის დალევა.

6. ბანანი

კალიუმი, რომელსაც ეს ტროპიკული ხილი შეიცავს, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს იმ შემთხვევაში, როცა მუცლის შებერილობა დაკავშირებულია სითხის შეკავებასთან. ასე, რომ, თუ თქვენ ღამით რაღაც მარილიანი მიირთვით, დააყოლეთ ბანანი.

7. ავოკადო

ნაყოფი სასარგებლოა მუცლის შებერილობის დრო, ვინაიდან იგი სასარგებლო ცხიმებს შეიცავს.

8. ზეითუნის ზეთი

მუცლის შებერილობის დროს ძალიან სასარგებლოა საუზმემდე 1 ს/კ არარაფინირებული, „extra virgin“ კლასის ზეითუნის ზეთის მიღება.

9. ნუში და ფისტი

ეს თხილეული მშვენივრად უმკლავდება მუცლის შებერილობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მარილის გარეშე მიირთმევთ.

10. ულაქტოზო რძე

ჩვეულებრივი რძის პროდუქტი, ხშირად, მუცლის შებერილობის მიზეზი ხდება, რადგან ისინი ლაქტოზას შეიცავს. ამიტომაც, უკეთესი იქნება, თუ მიიღებთ რძესა და იოგურტს დისაქარიდის გარეშე.

რაციონში ამ 10 სასარგებლო პროდუქტის შეტანით, თქვენ არამხოლოდ თავს აარიდებთ მუცლის შებერილობას, არამედ გახდომის პროცესსაც დააჩქარებთ. თუ, ამასთან, თქვენ მაინც შეგაწუხებთ გაზები, მიმართეთ სპეციალისტს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: