მთავარი რჩევები “სახლიდან 1 კვირით მომიწია წასვლა, ყვავილებს ვერავის ვუტოვებდი და ძალიან ვღელავდი. საბოლოოდ გამოსავალი მოვნახე და ეს თვითსარწყავი გავაკეთე.”

“სახლიდან 1 კვირით მომიწია წასვლა, ყვავილებს ვერავის ვუტოვებდი და ძალიან ვღელავდი. საბოლოოდ გამოსავალი მოვნახე და ეს თვითსარწყავი გავაკეთე.”

by guramus

იმისათვის, რომ ოთახის მცენარეებმა მარტივად გადაიტანონ თქვენი არყოფნა(მაგალითად, შვებულების ან მივლინების დროს), გამოიყენეთ ეს პატარა ეშმაკობა. ავტომატური მორწყვის ასეთი ხელნაკეთი სისტემა მოგცემთ საშუალებას, მშვიდად გაემგზავროთ სახლიდან.

აუცილებელი კომპონენტები

ავტომატური სარწყავის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

1. შესაფერისი ზომის პლასტმასის ბოთლი;

2. ღვინის საცობი;

3. ბურღი ან სადგისი.

გახვრიტეთ ღვინის საცობი წვრილად, ზუსტად შუაში. რაც უფრო ვიწრო იქნება ხვრელი, მით უკეთ იმუშავებს თქვენი ხელნაკეთი სარწყავი სისტემა. შემდეგ ამოთხარეთ მცენარის ქოთანში 5-7 სმ-ს სიღრმის „ორმო“. გაავსეთ ბოთლი წყლით, მჭიდროთ ჩაამაგრეთ საცობი და ჩადეთ ამ „ორმოში“. გაიმეორეთ იგივე პროცედურა სხვა მცენარეებისთვისაც.

სულ ესაა! შეგიძლიათ უდარდელად გაატაროთ რამდენიმე დღე ქალაქგარეთ ან თუნდაც საზღვარგარეთ. მეზობლებისთვის გასაღების დატოვება სულაც არ იქნება საჭირო. ჩვეულებრივ, წყლისმოყვარულ ყვავილებს ასეთი ბოთლი 4-5 დღის მანძილზე ჰყოფნით.