მთავარი რჩევები ერთადერთი რეალური რჩევა მათთვის, ვინც დიეტით წონაში ვერ იკლებს! სულაც არ არის საჭირო მთელი დღე იშიმშილოთ!

ერთადერთი რეალური რჩევა მათთვის, ვინც დიეტით წონაში ვერ იკლებს! სულაც არ არის საჭირო მთელი დღე იშიმშილოთ!

by guramus

გახდომის უამრავი მეთოდი არსებობს, რომლებიც დიეტაზე, ვარჯიშზე, შიმშილსა თუ სპეციალურ ვიტამინებზეა დაფუძნებული… თუმცა, ხშირად ხდება, რომ სწორი კვების ყველა წესის დაცვის მიუხედავად, ადამიანს არ გამოსდის წონაში კლება. ამიტომაც, ადამიანს ეუფლება გრძნობა, რომ ეს დიეტოლოგები, ტრენერები და გახდომის სხვა სპეციალისტები უბრალოდ თაღლითები არიან.

რეალურად, არის ერთი მომენტი, რომელსაც გახდომის მსურველთა 90% ყურადღების მიღმა ტოვებს. ეს სულაც არ მოიცავს სავების რაოდენობას, გენეტიკასა და ჰორმონებს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ გახდომის პროცესის დაწყებამდე.

როგორ გავხდეთ ეფექტურად, დიეტის გარეშე?

ნამდვილი ფიზიკური შიმშილი თითქმის უცხოა თანამედროვე ადამიანებისთვის. შიმშილის გრძნობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით – ჩვენი ენერგეტიკული სივრცის მოთხოვნილებაა. ჩვენ შეგვიძლია ისე გავატაროთ მთელი დღე ერთ ადგილას, რომ რაღაცის კეთების დროს შიმშილის გრძნობა სულაც არ დაგვეუფლოს. შესაზლოა, შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი წონა სტაბილურია და არც ისე გინდებათ ჭამა, როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ. მაგალითად, ბევრი ქალი ხდება მაშინ, როცა მათ ცხოვრებაში მამაკაცი, სიყვარული და რომანტიკა ჩნდება.

საქმე ენერგეტიკაშია. ნებისმიერ პროდუქტსა და ნებისმიერ გემოს თავისი ენერგეტიკა აქვს – ამაზე შესანიშნავად გვიყვება აიურვედა(ინდური ალტერნატიული მედიცინა). ტკბილი გემო ამშვიდებს, მარილიანი – კონცენტრირებას ახდენს, ცხარე – ააქტიურებს, მჟავე გჩუქნით მოთმინებასა და ამტანობას. ზოგიერთ პროდუქტს ქალური, რბილი ენერგეტიკა აქვს. ადამიანსაც აქვს ენერგეტიკა, რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს.

კვების მკაცრი აკრძალვები წონას მხოლოდ გარკვეული დროით დაგაკარგვინებთ. ასეთ მდგომარეობაში, სხეული ენერგეტიკულ ნაყოფს აგროვებს და ერთ დღეს, უბრალოდ, ვფეთქდებით. თუ ჭამა გინდათ, ესე იგი, რომელიღაც ემოციური მდგომარეობა გაკლიათ. ანუ, გარკვეული ენერგიის დეფიციტი გაქვთ.
საკვების გადამუშავებისას ჩვენ ვერწყმით ენერგიას, რომელიც გვავსებს თავისი ვიბრაციებით და ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა იცვლება. სწორედ ამიტომ ვძლევთ სტრესს ტკბილეულით.

გახდომის ფსიქოლოგია ამბობს: როცა ჩვენს თავთან ჰარმონიაში ვართ, ჩვენი კვებით ჩვევები იცვლება და თქვენ, თითქმის, არ გინდებათ მავნე პროდუქტის მიღება. როდესაც გრძნობთ შიშს ან აკეთებთ იმას, რაც არ მოგწონთ, თქვენი ორგანიზმი მაშინვე დაიწყებს რთული საკვების მოთხოვნას. განდეგილი ბერები ყოველდღიურად ბრინჯით იკვებებიან, რადგან ისინი ღმერთთან ურთიერთობისგან მიღებული პოზიტიური ემოციებით სიამოვნებას იღებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ნუ გახდებით უზომოდ. მაგალითად, გახდომის საშუალებით თქვენ შეძლებთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას, საკუთარი თავის შეყვარებას, ამა თუ იმ სამსახურში მოწყობას. კარგი ფიგურა ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. კონცემტრირდით თქვენს სურვილზე და არა კვებაზე.

გახდომისთვის 21 დღე დაგჭირდებათ. ამ დროის მანძილზე, ყოველდღიურად უნდა აკეთოთ ის, რაც მოგწონთ, ატაროთ ტანსაცმელი, რომელიც თქვენს ფიგურას გამოკვეთს. გიხაროდეთ, იკონტაქტეთ სასიამოვნო ადამიანებთან. ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი კვება და ფორმები. მოკლედ, იცხოვრეთ ისე, თითქოს უკვე გაქვთ სასურველი ფიგურა.

ეცადეთ, წარსულში დატოვოთ ყველაფერი ნეგატიური და მომავალში მხოლოდ პოზიტიური ემოციებით იცხოვროთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: