მთავარი ურთიერთობები 6 მაგალითი იმისა, რომ ბავშვის ცუდი ხასიათის წახალისებას ახდენთ

6 მაგალითი იმისა, რომ ბავშვის ცუდი ხასიათის წახალისებას ახდენთ

by guramus

ბავშვები ხშირად არ ემორჩილებიან მშობლებს. ზოგიერთი ბავშვისთვის ცუდი ხასიათი გამონაკლისს წარმოადგენს, ზოგისთვის კი, სამწუხაროდ, ჩვეული წესია.

სტატიაში მოცემულია 6 მაგილითი, თუ როგორ ახდენენ მშობლები შვილის ცუდი ხასიათის წახალისებას.

  1.  შეუსაბამობა

    თქვენ ეუბნებით ბავშვს, რომ მეტი ტკბილეულის მიღება არ შეიძლება. ბავშვი ღიზიანდება, იწყებს ტირილს და თქვენ ნებას აძლევთ კიდევ ერთი კანფეტი აიღოს. ამ ქმედებით ბავშვს აუბნებით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს რასაც მოისურვებს.

  2.  შეუსრულებელი დაპირება ან სასჯელი

    ხშირად მშობლები შვილებს ეუბნებიან: “თუ ამას კიდევ გააკეთებ, ტელევიზორის ყურებაზე / კომპიუტერის თამაშზე აღარც იოცნებო”, ანდა “თუ კიდევ ცუდად მოიქცევი, ნაყინს ვეღარ მიიღებ”. თუმცა მოგვიანებით მშობლებს ავიწყდებათ მათი დაპირება და ბავშვები ძველებურად იქცევიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან მშობლის ნათქვამს ქმედება არ მოჰყვება.

  3. უშედეგო თავის მართლება

    “დაღლილია”, ის უბრალოდ ბავშვია”.
    შეუძლებელია მოვთხოვოთ ბავშვბეს, რომ უნაკლონი იყვნენ. მათ შეიძლება მოშივდეთ, გაბრაზდნენ, დაიღალონ. ეს განსაკუთრებით მცირეწლოვანებს  ახასიათებთ. თუმცა, გამუდმებით თავის მართლება არ არის კარგი, ამით ხდება ბავშვის წახალისება ცუდი საქციელისკენ.

  4.  მუქარა

    ფსიქოლოგების თანახმად, ბულინგი კარგი აღზრდისგან ძალიან შორს დგას. ეს შეიძლება ფატალურიც იყოს.  ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებსაც ხშირად ემუქრებოდნენ სასჯელით ცუდი ხასიათით გამოირჩევიან და მიდრეკილებია არიან ტყუილისკენ.

  5. ყვირილი

    ის, რომ თქვენ ხმას უწევთ არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი უკეთ გაიგებს და მიიღებს თქვენს შენიშვნას. და რომც გაიგოს, ეს იქნება მოკლე-ხნიანი შედეგი.

  6.  ფიზიკური სასჯელი

    მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან ფიზიკური სასჯელის ობიექტები, უფრო აგრესიულები არიან. ასეთი ბავშვები ცდილობენ ტკივილის არიდებას და არა ცუდი ხასითის/თვისების გამოსწორებას.