“რაც ამ მეთოდების შესახებ გავიგე, დეოდორანტს საერთოდ აღარ ვიყენებ. მშვენიერია, ოფლის სუნი საერთოდ გამიქრა.”

ზაფხულობით ოფლის გამოყოფას ვერც ერთი დეოდორანტი ვერ უშლის ხელს. თუ ჰაერის მაღალ ტემპერატურას ფიზიკურ აქტივობასაც დავამატებთ, მივიღებთ სისველეს ტანსაცმელზე, რომელიც ყარს.

სხვათაშორის, ჭარბი ოფლიანობა, შესაძლოა, რომელიმე ქრონიკული დაავადების(მაგ, გულის უკმარისობისა და შაქრიანი დიაბეტის) სიმპტომიც იყოს. ამიტომაც, თუ გრძნობთ, რომ მეტისმეტად ოფლიანობთ, მიმართეთ პროფესიონალს.

გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომელიც ოფლის გამოყოფას შეუშლის ხელს:

1. სოდა

ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატურალური საშუალებების გამოყენება. ჩვეულებრივი საკვები სოდა ჭარბი ოფლიანობის დროს დაგეხმარებათ. უბრალოდ დაიტანეთ იგი ნოტიო კანზე და მოიშორეთ ზედმეტი ფხვნილი. თუ წინ სიცხე და ფიზიკური აქტივობა გელოდებათ, შეგიძლიათ, მარტივად შეაჩეროთ ოფლიანობა იზოტონიკის გამოყენებით, რომელსაც 1 ლ წყლით, 1ჩ/კ შაქრით, 1ჩ/კ მარილითა და 1ჩ/კ სოდით მოამზადებთ. დალიეთ ერთი ჭიქა სასმელი დილით. თუმცა, თუ ამ სითხის დალევა ერთბაშად გიჭირთ, შეგიძლიათ, დღის განმავლობაში თანდათან მიიღოთ.

2. ანულიტი

ეს კრისტალის ფორმის დეოდორანტი ხელოვნური ანტიპერსპირანტების ბუნებრივი ანალოგია. იგი არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე, არ აქვს სუნი და შედგება ანულიტის კრისტალებისგან. მინერალი გაჯერებულია ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით. იგი კუმშავს საოფლე ჯირკვლებს, ატენიანებს კანს და აქრობს სუნს. გამოყენებამდე ამოავლეთ კრისტალი წყალში და წაისვით იღლიებზე. ანულიტის ქვა დაახლ. 2 წლის განმავლობაში გეყოფათ.

3. წყალბადის ზეჟანგი

ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ოფლის სუნთან და ბაქტერიებთან ბრძოლისთვის. ნახევარ ჭიქა წყალში შეურიეთ 1 ჩ/კ ხსნარი და დაიტანეთ მშრალი, სუფთა იღლიის კანზე ყოველ დილით.

4. ალუმინის ქლორიდი

თუ ოფლის გამოყოფა მეტისმეტად ინტენსიურია, თქვენ უნდა ეძებოთ დეოდორანტი, რომელიც ალუმინის ქლორიდს დიდი რაოდენობით შეიცავს. ასეთი ანტიპერსპირანტები შესამჩნევად ამცირებს ოფლის გამოყოფას მაღალ ტემპერატურაზეც კი. გასულ საუკუნეში ფიქრობდნენ, რომ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები კიბოს იწვევს, თუმცა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მოსაზრებებია და კავშირი არ არსებობს.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე


კომენტარები


მსგავსი სტატიები

error: კონტენტი დაცულია! კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია!