მთავარი რჩევები გაწმინდეთ გაზქურის ფილები სწრაფად და ეფექტურად ამ მარტივი ხერხის გამოყენებით

გაწმინდეთ გაზქურის ფილები სწრაფად და ეფექტურად ამ მარტივი ხერხის გამოყენებით

by guramus

ალბათ, თქვენც გწყდებათ ხოლმე გული იმაზე, რომ როცა სახლში ყველაფერი ბზინავს, ფანჯრები და რაფები პრიალებს, მაგიდაზე ლამაზი სუფრაა გაშლილი, თქვენს ყურადღებას მუქი, შეუხედავი დეტალი იქცევს.. გაზქურის ფილები. როგორც არ უნდა მოინდომოთ მათი გაპრიალება, ეს არასდროს გამოგდით, არა?

ამ უმარტივესი ხერხის პოვნის შემდეგ, თქვენ სულ აღარ დაგჭირდებათ ამ ფილების გახეხვა. გთავაზობთ სწრაფ და ეფექტურ მეთოდს მათ გასაპრიალებლად:

1. მოათავსეთ დაბინძურებული ფილები ცელოფანში(უკეთესი იქნება, თუ ცელოფანს საკეტი აქვს), შხეფიანი ბოთლით შეასხით ნიშადურის სპირტის ხსნარი და გააჩერეთ ღამით(ან ერთი დღით, თუ პროცედურას დილით ატარებთ).

2. დროის გასვლის შემდეგ, ჩაიცვით ხელთათმანები და ფილები გამდინარე წყლით გარეცხეთ, ან სველი ტილოთი გაწმინდეთ. სულ ეს იყო.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნიშადურის სპირტის ორთქლის შესუნთქვა უსაფრთხო არ არის, ამიტომაც, ჩაატარეთ პროცედურა ღია ფანჯრებში. არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების ჩაცმაც.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს სასარგებლო რჩევა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: