ხოჯკინის ლიმფომა სიმსივნის ისეთი სახეობაა, რომელიც იმუნური სისტემის ერთ-ერთ ნაწილში, ლიმფურ სისტემაში ვითარდება.
აღნიშნული პათოლოგია, ყველაზე ხშირად, გვხვდება მამაკაცებში და, ჩვეულებრივ, თავს იჩენს მოზარდებსა და 55+ ასაკში. დაავადება მკურნალობას მარტივად ექვემდებარება, თუ იგი ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა.
ხოჯკინის ლიმფომის სიმპტომებია:
• კისრის, იღლიისა და მენჯების ლიმფური კვანძების უმტკივნეულო ზრდა;
• ლიმფოკვანძების ტკივილი ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ;
• მუდმივი დაღლილობა და სისუსტე;
• ციებ-ცხელება;
• ღამის ოფლიანობა;
• ქავილი;
• წონაში კლება „უმიზეზოდ“.
თუ ზემოაღნიშნული სიმპტომები აღმოაჩინეთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის.
პათოლოგიის რისკ-ფაქტორები
ზოგიერთი ადამიანი ლიმფომის ამ სახეობის მიმართ, შედარებით, მიდრეკილია. ფაქტორები, რომლებიც მისი გაჩენის რისკს ზრდის, მოიცავს:
• ეპშტეინ-ბარის ვირუსი;
• ისეთი სისხლით ნათესავის არსებობა, რომელსაც აქვს ხოჯკინის ლიმფომა;
• სქესი (დაავადების გაჩენის ალბათობა მამაკაცებში უფრო მაღალია);
• ასაკი (დაავადება, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ზრდასრულებში, რომლებიც ჯერ სრულწლოვანები არ გამხდარან და ადამიანებში, 55+ ასაკში);
• საცხოვრებელი ადგილი (დაავადება გაცილებით გავრცელებულია აშშ-ში, კანადასა და ეროპაში);
• აივ/შიდსი (ამ სინდრომის არსებობისას, ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია, რის გამოც, იგი ჩნდება დაავადების გაჩენის რისკ-ქვეშ).
ლიმფომის მკურნალობის მეთოდი
მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების განვითარების ეტაპზე და შეიძლება მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
• ქიმიოთერაპია (შინადანი, პერორალური ან კომბინირებული);
• რადიოთერაპია, რომლის დროსაც ასხივებენ სხეულის დაზიანებულ მონაკვეთებს სიმსივნური უჯრედების გადანდგურების მიზნით;
• ძვლის ტვინის გადანერგვა (გამომიყენება იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული მეთოდები არაა ეფექტური);
• იმუნოთერაპია, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს დაცვით ძალებს.
ხშირად, დაავადების ბოლო სტყადიებზეც კი, მკურნალობა ეფექტურია. თერაპიის დასრულების შემდეგ, აუცილებელია რეგულარული კვლევების ჩატარება რეციდივის გამორიცხვის მიზნით.