მთავარი რჩევები მარილის გამოყენების 5 უჩვეულო და სასარგებლო მეთოდი ყოველდღიურ ცხოვრებაში

მარილის გამოყენების 5 უჩვეულო და სასარგებლო მეთოდი ყოველდღიურ ცხოვრებაში

by guramus

მარილი სამზარეულოში შეუცვლელი პროდუქტია. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ამ ნივთიერებას გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია.

მარილის გამოყენების 5 მეთოდი, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, ნებისმიერი დიასახლისისთვის სასარგებლოა. სპეციალური საწმენდი საშუალებები ძალიან ძვირი ღირს, თანაც, ისინი არასდროსაა იმდენად ეფექტური, როგორც რეკლამებშია. მარილი კი არასდროს გიღალატებთ!

1. უთოს ძირის გაპრიალება

წვრილი მარილით ნებისმიერი ნადების მოშორება მარტივადაა შესაძლებელი. დაფინეთ დაფაზე ცვილიანი ქაღალდი ან გაზეთი და მოაყარეთ მარილი, გააცხელეთ უთო, შემდეგ წრიული მოძრაობებით დაიწყეთ ფურცლის „დაუთოვება“. თქვენი უთო ახალივით გახდება.

2. ხანძარი ტაფაზე

ზეთი დაიწვა ტაფაზე? პანიკის გარეშე! გულუხვად მოაყარეთ ტაფას მარილი პირდაპირ კოლოფიდან.

3. სარეცხი ღრუბლის განახლება

მარილის გამოყენებით თქვენ მარტივად განაახლებთ ღრუბელს. ჩაასხით თასში 2 ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და ჩაალბეთ ღრუბელი სითხეში მთელი ღამით. დილით მას ვერც კი იცნობთ.

4. თვალისმომჭრელი აბაზანა

თუ თქვენი სააბაზანო, თეთრის ნაცვლად, მონაცრისფრო გახდა, გამოიყენეთ „მარილის მეთოდი“. სკიპიდარში გაურიეთ მარილი 1:1 პროპორციით, ჩაიცვით ხელთათმანები. დაალბეთ ღრუბელი სითხეში და შეუდეგით წმენდას. ნარჩენები ჩამორეცხეთ წყლით.

5. გამწმენდი ხსნარი

გაწუხებთ აბაზანაში ან ნიჟარაში გაჭედილი ნარჩენები? ერთ ფინჯან საკვებ სოდაში შეურიეთ მეოთხედი ფინჯანი მარილი, კარგად მოურიეთ და თანდათან ჩაყარეთ ხვრელში. დაასხით ნახევარი ფინჯანი ძმარი.

დაელოდეთ 15 წუთი და, ამასობაში, აადუღეთ წყალი. დროის გასვლის შემდეგ ჩაასხით ხვრელში მდუღარე და სულ ესაა.

რა თქმა უნდა, მარილის გამოყენების მეთოდები ამით არ მთავრდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს 5 საშუალება აუცილებლად გამოგადგებათ საყოფაცხოვრებოდ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: