მთავარი რჩევები კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე: რისკ-ჯგუფი, სიმპტომები და მკურნალობა

კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე: რისკ-ჯგუფი, სიმპტომები და მკურნალობა

by guramus

კუჭქვეშა ჯირკვალი კუჭის ქვედა ნაწილის უკან მდებარეობს. მას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს:

• საჭმლისმომნელებელი ფერმენტების გამოყოფა;

• ინსულინისა და გლუკაგონის – სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი ჰორმონების გამოყოფა.

კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე კიბოს ყველა სახეობას შორის მე-12-ე ადგილს იკავებს შემთხვევების რაოდენობით (აშშ-ში სიმსივნის ახალი შემთხვევების 3.2%).

სამწუხაროდ, სიმსივნის აღნიშნული სახეობა, საკმაოდ ხშირად, ლეტალურად სრულდება.

მოცემული პათოლოგია, როგორც წესი, ადრეულ ეტაპებზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომაც, დაავადების აღმოჩენა მხოლოდ გვიან სტადიებზე ხდება.

თუმცა, არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, რომლებსაც შეუძლია სიმსივნის განვითარების პროცესის შენელება და სიმპტომატიკის შემსუბუქება. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შესაძლებელია მისი სრული განკურნებაც.

კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომები

ადრეულ ეტაპზე, სიმპტომატიკის არარსებობის გამო, სიმსივნის აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია. დაავადების პროგრესირებისას, ჩვეულებრივ, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

• სიყვითლე (კანის საფარისა და თვალის სკლერას ყვითელი შეფერილობა, მუქი შარდი, ღია განავალი);

• ტკივილი მუცლის არეში (ზრდადი სიმსივნისგან გამოწვეული წნევის შედეგად წარმოიქმნება)

• მადის დაკარგვა, სხეულის მასის შემცირება;

• გულისრევა და ღებინება;

• დიარეა;

• კანკალი და ციებ-ცხელება;

• მუდმივი დაღლილობა და სისუსტე;

• დეპრესია;

• შაქრის დიაბეტის უეცარი წარმოქმნა(იმ უჯრედების დაზიანების შედეგად, რომლებიც ინსულინს წარმოქმნის).

ეს სიმპტომები, შესაძლოა, სულაც არ მიეკუთვნოდეს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს, თუმცა, ისინი სხვა სერიოზული დაავადებების ნიშნებიცაა, ამიტომ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მათი აღმოჩენის შემთხვევაში.

ვის მოიცავს რისკ-ჯგუფი?

არსებობს ფაქტორები, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის გაჩენის რისკს ზრდიან. მათ შორისაა:

• მოწევა;

• რაციონში ცხიმების მაღალი შემცველობა;

• მემკვიდრული განწყობა;

• ასაკი (დაავადება იშვიათად გვხდება 45- ასაკის ადამიანებში);

• შაქრიანი დიაბეტი;

• ქრონიკული პანკრეატიტი;

• ღვიძლის ცეროზი;

• გასუქება.

რაც უფრო მეტი ფაქტორი იყრის თავს ადამიანში, მით უფრო მაღალია პათოლოგიის გაჩენის რისკი.

როგორ მკურნალობენ აღნიშნულ დაავადებას?

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, პაციენტის საერთო მდგომარეობასა და მის პირად უპირატესობებზე.

თუ სიმსივნი ადრეულ სტადიაში აღმოაჩინეს, ირჩევენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, ოპერაციის შემდეგ კი ინიშნება ქიმიოთერაპია დარჩენილი ატიპური უჯრედების გასანადგურებლად. ასევე, გამოიყენება სხივური თერაპია.

მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი იმუნოთერაპიაა(ბიოლოგიური თერაპია), რომელიც პაციენტის იმუნურ სისტემას ეხმარება კიბოსთან ბრძოლაში.

როგორ შევამციროთ დაავადების გაჩენის რისკი?

დაავადების სრული პრევენცია შეუძლებელია, თუმცა, არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომლის გათვალისწინებითაც შეძლებთ მისი გაჩენის რისკის შემცირებას:

• მოწევისთვის თავის დანებება;

• შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის კონტროლი;

• ცხიმიანი პროდუქტების ამოღება რაციონიდან/ხილ-ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება;

• სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება.

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას – მას ვერაფრით შეცვლით!