მთავარი რჩევები გულის შეტევის 5 სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ქალებში გვხვდება

გულის შეტევის 5 სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ქალებში გვხვდება

by guramus

ჯანმრთელი ცხოვრების წესების დაცვა დაგეხმარებათ მრავალი დაავადების თავიდან აცილებაში. თუმცა, ჩვენს ჯანმრთელობაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს: გარემოს დაბინძურება, სტრესი, მემკვიდრული განწყობა და სხვ.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა გულის შეტევა, რომლის სიმპტომებზეც არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ“! ქალბატონებში ეს პრობლემა სხვაგვარად ვლინდება.

აუცილებელია ამ განსაკუთრებული სიმპტომების ცოდნა, რაც დაგეხმარებათ პრობლემის დროულად მოგვარებასა და სიცოცხლის გადარჩენაში.

წარმოგიდგენთ სიმპტომებს, რომლებიც, გულის შეტევის შემთხვევაში, მხოლოდ ქალბატონებში ვლინდება:

1. გულისრევა და ღებინება

ეს საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია და, ჩვეულებრივ, მას უბრალო შეუძლოდ ყოფნას უკავშირებენ, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებითაა გამოწვეული. ეს ყოველთვის ასე როდია. ძალიან ხშირად, იგი გულის შეტევის სიმპტომია.

2. უჩვეულო ოფლიანობა

თუ ყოველგვარ მიზეზგარეშე დაგეწყოთ ოფლიანობა, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება! გახსოვდეთ: გული „იბრძვის“ სისხლისთვის, რომელიც დაბლოკილი არტერიიდან მოედინება, რაც ორგანიზმს აოფლიანებს, რათა ტემპერატურა შეინარჩუნოს.

3. დისკომფორტი გულის არეში

ეს სიმპტომი ეხება როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებსაც. თუმცა, მამაკაცის სხეულში, გულის არეში ტკივილი უფრო ძლიერია გულის შეტევის დროს.
ქალებში ტკივილი უფრო „თავშეკავებულია“, ანუ მოთმენადი. ამ მიზეზით, ქალები, ხშირად, არ აქცევენ ამას ყურადღებას.

4. დაღლილობა

ეს სიმპტომი გულის შეტევამდე გაცილებით ადრე იწყებს გამოვლინებას და აღინიშნება კუნთებისა და სხეულის სისუსტე, რაც ფიზიკურ დატვირთვასთან არ არის კავშირში.

5. ტკივილი კისრისა და ყბების არეში

ზოგიერთ ქალს, შესაძლოა, არ აღენიშნოს ტკივილი და დისკომფორტი გულ-მკერდის არეში, თუმცა, ისინი შეიგრძნობენ ტკივილს კისრისა და ყბების არეში, თუ მათ გულის შეტევა ელით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: