მთავარი რჩევები შეურიეთ ეს ინგრედიენტები შამპუნს და თქვენი თმა იბრწყინებს როგორც ბრილიანტი

შეურიეთ ეს ინგრედიენტები შამპუნს და თქვენი თმა იბრწყინებს როგორც ბრილიანტი

by guramus

ეს უბრალო ინგრედიენტები თქვენს შამპუნს მძლავრ საშუალებად გარდაქმნის თმისა და თავის კანისთვის.
თუ თმების გასაცოცხლებლად და გასამაგრებლად იაფ და მარტივ საშუალებას ეძებთ, თანაც, ისე, რომ მხოლოდ სუფთა და ჯანსაღი პროდუქტები გამოიყენოთ, გთავაზობთ ამ რეცეპტს.

1. მშრალი თმისთვის

• 1 ჩ/კ დაფქული ყავა;

• 1 ჩ/კ დაფქული ზღვის მარილი;

• 1 ს/კ საბავშვო შამპუნი.

შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი. წაისვით თავის კანზე და კარგად შეიზილეთ 1-2 წუთით. ჩვეულებრივი წყლით ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ორჯერ.

ზღვის მარილი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას თავის კანზე, გააცლის მას მკვდარ უჯრედებს და ღრმად გაწმენდს თავის კანს. ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც თავის კანს აახლებს და თმებს სისუფთავესა და სირბილეს ანიჭებს.

2. ცხიმიანი თმებისთვის

• 2 ს/კ საბავშვო შამპუნი;

• 1 ჩ/კ საკვები სოდა;

• 2 ჩ/კ ზღვის მარილი;

• ჩაის ხის ეთერზეთის 2 წვეთი.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. შეიზილეთ თავის კანზე 2-3 წუთით. ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყლით. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ორჯერ.

სოდა ძალიან კარგად წმენდს თავის კანსა და თმას. ზღვის მარილი კი ცხიმიანი თმების პრობლემას მოაგვარებს.

3. ქავილის შეჩერება

• 2 ს/კ საბავშვო შამპუნი;

• 1 ს/კ ლიმონის წვენი;

• 1 ს/კ ჰიმალაური ვარდისფერი მარილი;

• ½ ჩ/კ როზმარინის ზეთი(არა ეთერზეთი) ან ნუშის ზეთი.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. დაისველეთ თმები და შეიზილეთ შამპუნი 2-3 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ორჯერ.

მარილი იცავს თავის კანს ნებისმიერი სოკოვანი ინფექციისა და ბაქტერიების გამრავლებისგან. იგი დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებასა და ქავილის შეჩერებაში. ლიმონის წვენი იდეალური საშუალებაა თმისთვის მოცულობის მისანიჭებლად. იგი გაგათავისუფლებთ სიბინძურისგან და ხელს შეუშლის კანის ცხიმის დაგროვებას, რაც უნარჩუნებს ფოლიკულებს სისუფთავეს და, შედეგად, აჩქარებს თმის ზრდას. ლიმონის წვენის მჟაური თვისებები მოგაშორებთ ნებისმიერ ქერტლს, ასევე, არ მისცემს მას დაბრუნების უფლებას.

4. დაზიანებული თმისათვის

• 2 ს/კ საბავშვო შამპუნი;

• 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი;

• 1 ს/კ ჰიმალაური ვარდისფერი მარილი;

• 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაიტანეთ ნოტიო თმებზე. შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყალი. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.

ქოქოსის ზეთი ცხიმის მდიდარი წყაროა და ხშირად გამოიყენება თმების მკურნალობისთვის. ამ ზეთის შემადგენლობაში უამრავი ვიტამინი შედის, რომლებიც თავის კანს კვებავს. ეს შამპუნი იდეალურია მშრალი თმებისთვის, ვინაიდან იგი წმენდს თავის კანს და არ აშრობს. მარილის დამატება თმას საშუალებას მისცემს, უფრო მეტი მკვებავი ნივთიერება შეიწოვოს, ასევე, აფერხებს თმისცვენას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: