მთავარი რჩევები “რაც ამ მცენარის შესახებ წავიკითხე, მას შემდეგ სამუდამოდ დავივიწყე ართრიტი, ჰიპერტონია და კიდევ რამდენიმე დაავადება.”

“რაც ამ მცენარის შესახებ წავიკითხე, მას შემდეგ სამუდამოდ დავივიწყე ართრიტი, ჰიპერტონია და კიდევ რამდენიმე დაავადება.”

by guramus

წარმოგიდგენთ მხოლოდ ნაწილს იმ სარგებლისა, რომელსაც რაციონში ამ მცენარის მწვანილსა და თესლებს დაამატებთ:

1. გიცავთ ოქსიდაციური სტრესისგან

ოქსიდაციურ სტრესს იწვევს დეგენერაციული დაავადებები, მათ შორის, კიბოს რამდენიმე სახეობა, გულის დაავადებები, ართრიტი, ალცჰაიმერის დაავადება, ორგანიზმში თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაავადებები.

კორიანდრს (ქინძს) ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები ფლავონოიდური კვერცეტინის წყალობით აქვს, რაც ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან იცავს.

2. დაგაძლევინებთ უძილობას

კორიანდრი ამშვიდებს ნერვებს და აუმჯობესებს ძილს თავისი ბუნებრივი სედატური ეფექტის დახმარებით. ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, რომელიც ინდურ ფარმაკოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნდა, ქინძის ექსტრაქტის მოხმარების შედეგად ჩნდება თანაბარი ანტი-შფოთვითი ეფექტი პოპულარულ პრეპარატთან, Valium-თან (დიაზეპამთან) შედარებით.

3. შეამცირებს სისხლში შაქრის დონეს

კვლევებმა, რომელიც ჟურნალ Food Sciences-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ დიაბეტის დიაგნოსტირების შემთხვევაში, ქინძი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
ქინძის ახალი მწვანილები რეკომენდებულია სალათებში, სმუზებსა და კოქტეილებში დასამატებლად, რათა გაიუმჯობესოთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა.

4. გიცავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან

გულის ამერიკული ასოციაციის თანახმად, კალიუმით მდიდარი რაციონი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის კონტროში, რამდენადაც იგი ორგანიზმში ნატრიუმის დონეს ამცირებს.

სისხლის მაღალი წნება ზრდის გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადებისა და გულის კუნთების გასქელების რისკს. არტერიული წნევის შემცირების გარდა, ქინძს შეუძლია არტერიებში ქოლესტერინი გახსნას, რითაც ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებებისგან გიცავთ.

5. თავიდან აგაცილებთ საშარდე გზების ინფექციებს

საშარდე გზების ინფექციები, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჩხირებით, სტაფილოკოკის ბაქტერიებით, გენეტიკით თუ დიაბეტით. ქინძის ანტიბაქტერიული ნაერთები დაგეხმარებათ საშარდე გზების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და დაგიცავთ მავნე ბაქტერიებისგან.

უბრალოდ მიირთვით 1 ½ ჩ/კ ქინძის გამხმარი თესლებისა და 400 მლ წყლისგან დამზადებული ჩაი საღამოობით. ეს დაგეხმარებათ საშარდე გზების ინფექციებით გამოწვეული დისკომფორტისა და ტკივილის შემსუბუქებაში.

6. დაგეხმარებათ საჭმლისმომნელებელი სისტემის დარღვევების მოგვარებაში

კორიანდრი მთელ მსოფლიოში ათას წელზე მეტია, გამოიყენება გულისრევის, გაზების წარმოქმნისა და მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ, გულძმარვისა და გაღიზიანების შესამსუბუქებლად. იგი დაგეხმარებათ საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში ფერმენტების გამოყოფის პროვოცირებით.

7. გიცავთ საკვებით მოწამლვისგან

ქინძი გიცავთ ინფექციებისა და ტოქსინებისგან. მისი ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები თავიდან აგაცილებთ საკვებით მოწამლვას, დიზენტერიას, სალმონელსა და ქოლერას.

8. ხელს უშლის ნევროლოგიურ დაავადებებს

ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ალცჰაიმერის, პარკინსონის დაავადებებისა და თავის ტვინის სიმსივნის ზოგიერთი სახის ჩათვლით, დაკავშირებულია ქრონიკულ ანთებასთან. კვლევებში, რომელიც „მოლეკულურ ნეირობიოლოგიაში“ გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ კვება კურკუმის, წიწაკის, მიხაკის, ჯინჯერის, ნივრის, დარიჩინისა და ქინძის მაღალი შემცველობით, ხელს უშლის ანთებას, რომელიც ამ დაავადებებს იწვევს.