მთავარი რჩევები აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მენსტრუაციის ციკლის დროს ეს 6 დარღვევა გაქვთ

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მენსტრუაციის ციკლის დროს ეს 6 დარღვევა გაქვთ

by guramus

ყველა ქალბატონი ინდივიდუალურია, ამიტომაც, მათი მენსტრუალური ციკლიც განსხვავებულია.

ნორმალურად ითვლება, თუ ციკლებს შორის ინტერვალი 21-დან 35-მდე, ხოლო მენსტრუაცია 3-7 დღემდე გრძელდება.
საშუალო სისხლდენა 40-60 მლ-ს შეადგენს ყოველდღიურად – უფრო სწორად, საფენებისა და სხვა ჰიგიენური საშუალებების გამოცვლა ყოველ 3-4 საათშია რეკომენდებული.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნორმალური მენსტრუაციის დროს, გამონადენში არ უნდა იყოს გარეული სისხლის დიდი კოლტები.

ყველაზე გავრცელებულ დარღვევებს მიეკუთვნება:

• ციკლის ხანგრძლივობის ნებისმიერი სახით გადახრა;

• სისხლდენის ხანგრძლივობისა და მისი მოცულობის ცვლილებები;

• ციკლის დაურეგულირებლობა;

• ოვულაციის არარსებობა.

თანამედროვე ქალბატონების უდიდესი შეცდომა – ექიმთან ვიზიტის გადადება იმ მიზეზით, რომ ოჯახის ბიუჯეტი ამ ეტაპისთვის არ გაუთვალისწინებიათ ან დარღვევას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.

გადახრები ნორმალურად ითვლება მოზარდობის ასაკში, როცა ციკლი ახალად სტაბილიზდება, ასევე, მენოპაუზის პერიოდში.

ციკლის დროებითი „ცოცვა“ ზოგიერთი გარე-ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა, პათოლოგიური პროცესების გამორიცხვა, რომელთა გართულებებიც, ხშირად, უნაყოფობასა და ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევებს გამოიწვევს.

ექიმთან დაუყოვნებლივ ვიზიტის მიზეზი, არანაკლებ, ექვსია:

1. ციკლის ხანგრძლივობის ცვლილებები 5 დღეზე მეტად;

2. ციკლი, რომლის ხანგრძლივობაც 21 დღეზე ნაკლები, ან 35-ზე მეტია;

3. არატიპური რაოდენობა და ხარისხი სისხლდენისა (მეტისმეტად ჭარბი ან შედედებული გამონადენი, მასში დიდი ზომის კოლტების არსებობა);

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: