მთავარი რჩევები ყველაფერი მარტივია: სვამთ ამ საშუალებას და ხართ მშვიდად, თქვენი ორგანიზმი შვეიცარიული საათივით მუშაობს.

ყველაფერი მარტივია: სვამთ ამ საშუალებას და ხართ მშვიდად, თქვენი ორგანიზმი შვეიცარიული საათივით მუშაობს.

by guramus

ნაწლავების პრობლემები ძალიან გავრცელებული მოვლენაა დღეისათვის.

ამ პრობლემის არსებობის ძირითადი მანიშნებლები შემოიფარგლება დიდი მუცლით, მუცლის შებერილობით, ჭარბი გაზწარმოქმნით, ასევე, დისკომფორტით.

საჭმლისმომნელებელი სისტემისა და ნაწლავების ფუნქციის დარღვევა ხელს უშლის ნაწლავების ნორმალურ მოძრაობას, რაც ყაბზობას იწვევს.

ამრიგად, ჩვენი მსხვილი ნაწლავი ივსება ნარჩენებით, შლაკებითა და ფეკალიებით, რაც იწვევს ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას, ამიტომაა აუცილებელი მისი გაწმენდა მაქსიმალურად სწრაფად.
ნაწლავების პერისტალტიკის დაურეგულირებლობასთან გამკლავება მარტივი და ბუნებრივი პრეპარატებითაც შეგიძლიათ.

ნაწლავების მუშაობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისა, რამდენადაც, ნარჩენების დაგროვება მსხვილ ნაწლავში ქმნის სისხლის მოწამლვისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გაჩენის რისკს.

წარმოგიდგენთ ნაწლავების გამწმენდი, მარტივი და ეფექტური საშუალების რეცეპტს:

ინგრედიენტები:

• 500 მლ გაუფილტრავი ვაშლის წვენი;

• 500 მლ წყალი;

• 2-3 ლიმონი;

• ნატურალური თაფლი(არაა აუცილებელი).

მომზადების წესი:

1. დაწურეთ ლიმონი;

2. კარგად შეურიეთ ვაშლის წვენსა და წყალში, აუცილებლობის შემთხვევაში, დაატკბეთ თაფლით.
მიიღეთ 1 ჭიქა გამწმენდი საშუალება საუზმემდე 20 წუთით ადრე, თითო ჭიქა – სადილისა და ვახშმის დასრულებიდან 30 წუთში.