მეცნიერულად დამტკიცდა, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემისგან გათავისუფლება ამ ვიტამინის მარაგის შევსებით სრულიად შესაძლებელია. ყველამ იცის, რომ ვიტამინი D მზის ვიტამინია, რომელსაც ჩვენი კანი მზის სხივების ზემოქმედების შედეგად წარმოქმნის.
ვიტამინი D ცხიმხსნადი ვიტამინია, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენს ჯანმრთელობაში: მონაწილეობს საკვები ნივთიერებების ათვისებაში და აუმჯობესებს ჩვენს ძვლებსა და იმუნიტეტს.
აღნიშნული ვიტამინი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია:
1. რესპირატორული დაავადებების მკურნალობა
კვლევების თანახმად, ვიტამინ D-ს შეუძლია გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი სასიკეთო გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და შეუძლია გულის უკმარისობის რისკის შემცირებაც.
სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა კიდევ ერთი კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ვიტამინ D-ს შეუძლია გრიპის სიმპტომების შემსუბუქება და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება.
2. ანტიდეპრესანტი
არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ვიტამინ D-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის დეპრესიის პროფილაქტიკაში.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებმა, რომლებსაც დეპრესია აწუხებთ და, რომლებმაც ვიტამინი D მიიღეს, მალევე შეამჩნიეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და თავი გაცილებით უკეთ იგრძნეს.
ასევე, მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ პრაქტიკულად ყველა,ვისაც დეპრესია ან შფოთვა აწუხებს, განიცდის აღნიშნული ვიტამინის დეფიციტს.
3. ვიტამინი D გასახდომად
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვიტამინ D-ს რეგულარულ მოხმარებას შეუძლია გულის დაავადებების რისკის შემცირება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და წონაში დაკლება მადის შემცირების გზით.
წარმოგიდგენთ ამ ვიტამინის ნაკლებობის ძირითად სიმპტომებს:
1. შარდის ბუშტის პრობლემები;
2. დიარეა;
3. დაღლილობა;
4. მშფოთვარე ძილი;
5. კუნთების დაჭიმულობა და სისუსტე;
6. თავის ტკივილები;
7. სისხლის მაღალი წნევა;
8. ტკივილი სახსრებში;
9. ფსიქიკური პრობლემები(მაგალითად, კონცენტრაციის უუნარობა, გაფანტულობა და ტვინის დაბინდვა).
ყველა ამ სიმპტომმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე და, თუ მათ არ განკურნავთ, ვიტამინ D-ს დეფიციტს შეუძლია უფრო სერიოზულ გართულებებამდე მიგიყვანოთ. იმისათვის, რომ ამ ვიტამინის დეფიციტს თავი აარიდოთ, მზის პირდაპირმა სხივებმა თქვენზე აუცილებლად უნდა იმოქმედოს 10 წუთიდან 2 საათამდე, თქვენი კანის ფერისა და ტიპის მიუხედავად.
მოერიდეთ იმ დროს, როცა მზე მეტისმეტად აქტიურია. მზის აბაზანების მიღება რეკომენდებულია დილით და საღამოს.