მთავარი რჩევები “1 თვეა დავიწყე ამ პროცედურის ჩატარება და ასაკის მიუხედავად, თინეიჯერი გოგოსავით გამოვიყურები.”

“1 თვეა დავიწყე ამ პროცედურის ჩატარება და ასაკის მიუხედავად, თინეიჯერი გოგოსავით გამოვიყურები.”

by guramus

დედაჩემი მეტისმეტად გულმოდგინედ უვლის თავს და მუდმივად ეძებს ახალ საშუალებებს ნაოჭებთან საბრძოლველად. იგი ქირურგიული ჩარევის წინააღმდეგია და თვლის, რომ კანის ასაკობრივ ცვლილებებს საკუთარი ძალებით უნდა შევეწინააღმდეგოთ. მანამდე მაინც, სანამ ამას შედეგი აქვს. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად, რომელიც, ნამდვილად იღებს შედეგს, იგი სპეციალურ სავარჯიშოებს მიიჩნევს.

დღეს ამ ეფექტური სავარჯიშოების შესახებ გიამბობთ, რომლებიც არა მხოლოდ ასაკობრივ ცვლილებებთან, არამედ სახის ასიმეტრიასთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

სახის ასიმეტრია

სახის მარცხენა და მარჯვენა ნაწილის ასიმეტრია ძალიან ხშირი შემთხვევაა. უბრალოდ, ზოგიერთებში იგი გაცილებით მკვეთრად გამოიხატება, სხვებში – ნაკლებად.

ეს პრობლემა სხვადასხვაგვარი მიზეზებითაა გამოწვეული: თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი ასიმეტრია, თავის მხრივ, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთელ რიგ მიზეზებთან: ნერვების შეშუპებით დაწყებული, მავნე ჩვევებით დამთავრებული.

ამას გარდა, იგი, შესაძლოა, ორგანიზმის ბუნებრივი დაბერების ან ასაკობრივი დაავადებების ფონზე გაჩნდეს. სწორედ ამ სახის ასიმეტრიის დროს დაგეხმარებათ დღევანდელ სტატიაში მოცემული სავარჯიშოები.

6 საუკეთესო სავარჯიშო

1. დაიდეთ ხელისგულები კეფაზე, დიდი თითების ძირას არსებული ბალიშები ყურებთან უნდა აღმოჩნდეს. ჩაკეტეთ თითები ერთმანეთში. სუნთქვასთან ერტად, დაიწყეთ თითების ბალიშების ზეწოლა. ანუ, შესუნთქვისას დააჭირეთ, ამოსუნთქვისას – მოეშვით. გაიმეორეთ ხუთჯერ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სუნთქვას, რადგან იგი ყველა მოცემულ სავარჯიშოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

2. ხელები იმავე პოზიციაში. ჩაისუნთქეთ ღრმად, შეიკავეთ სუნთქვა და დააჭირეთ ბალიშები კეფაზე. შეიკავეთ სუნთქვა 2-3 წამით, ამოისუნთქეთ და მოდუნდით, გაიმეორეთ ხუთჯერ.

3. დაიდეთ ხელის მტევნები თავზე ისე, რომ თითები ერთმანეთს თხემზე ხვდებოდნენ. შეკარით თითები. ჩასუნთქვისას დააჭირეთ თითის ბალიშები თხემს ქვემოთკენ და გვერდებზე, ამოსუნთქვისას მოდუნდით. გაიმეორეთ სამჯერ.

4. დაიდეთ თითების ბალიშები საფეთქლებზე. ჩასუნთქვისას მსუბუქად დააჭირეთ თითებით ქვემოთ, ამოსუნთქვისას მოდუნდით. გაიმეორეთ სამჯერ.

5. თითები დაიდეთ შუბლზე, წარბებს ზემოთ ისე, რომ დიდი თითების ბალიშები საფეთქლებზე აღმოჩნდეს, შესუნთქვისას მსუბუქად დააჭირეთ წარბების ზედა მხარეს თითებით, ცენტრის მიმართულებით. გაიმეორეთ ხუთჯერ.

6. მარცხენა ხელის მტევანი მოათავსეთ ჰორიზონტალურად შუბლზე, მარჯვენათი კი დაიჭირეთ ცხვირის „საძირკველი“. სუნთქვისგან დამოუკიდებლად, ნელა ამოძრავეთ ხელები სხვადასხვა მხარეს, ოღონდ მსუბუქად. გაიმეორეთ ათჯერ.

ყველა სავარჯიშო უნდა შესრულდეს ფრთხილად, რათა არ წარმოიქმნას დისკომფორტი ან მტკივნეული შეგრძნებები. თუ ტკივილი იგრძენით, შეწყვიტეთ სავარჯიშოების შესრულება. შედეგის მისაღწევად სავარჯიშო ყოველდღე უნდა შეასრულოთ.