მთავარი რჩევები ეს 6 არგუმენტი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი თქვენს ორგანიზმს იცავს დაავადებებისგან

ეს 6 არგუმენტი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი თქვენს ორგანიზმს იცავს დაავადებებისგან

by guramus

ხშირად ჩაგვიხედავს სარკეში და გვიფიქრია, რა იქნებოდა, იმ მოდელების მსგავსად, ჟურნალებში რომ არიან გადაღებული, მიმზიდველი სხეული რომ გვქონოდა. შედეგად, მივდივართ სპორტდარბაზში და ვიცავთ საშინელ დიეტებს, რომლებსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

მიუხედავად იმისა, რომ გამხდარი გოგონები ლამაზებად ითვლებიან, ჯანმრთელობაში მოიკოჭლებენ. რა თქმა უნდა, მეტისმეტ ჭარბ წონას ვერაფრით გაამართლებთ, თუმცა რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი ნამდვილად არ უნდა გადარდებდეთ.

წამოგიდგენთ იმ უპირატესობებს, რომლებიც პუტკუნა ქალბატონებს გააჩნიათ.

1. ძლიერი იმუნიტეტი

მუცლის ღრუს ცხიმი ყველაზე რთულია მოსაცილებლად, თუმცა, იგი არეგულირებს ადამიანის იმუნურ სისტემას. სხეულის ამ ნაწილის ცხიმოვანი შრე ალაგებს ორგანიზმის დამცავი სისტემის მექანიზმს და ხელს უშლის გვერდითი მოვლენების წარმოქმნას.

გამხდარ ადამიანებს უფრო ხშირად აწუხებთ გაციება და ალერგია მეტისმეტად მგრძნობიარე იმუნიტეტის გამო.

2. ავადმყოფობის სწრაფი განკურნება

ცხიმი არამხოლოდ იცავს ადამიანს დაავადებისგან, არამედ ეხმარება ავადმყოფობის შემდეგ ფეხზე სწრაფად დადგომაში. ავადმყოფობის დროს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება. პუტკუნა ადამიანს ენერგიის გაცილებით დიდი მარაგი აქვს, ვიდრე გამხდარს.

ექიმები ამბობენ, რომ ცხიმოვანი ქსოვილები, რომლებშიც საჭირო ჰორმონებია განლაგებული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჭარბწონიანი ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან სხვადასხვა პათოლოგიით, მათში სიკვდილიანობა უფრო დაბალია, ვიდრე გამხდრებში.

ამას გარდა, სპეციალური უჯრედები, რომლებსაც სწორედ მუცლის ღრუს ცხიმი შეიცავს, ფლობს აღმადგენელ თვისებებსაც. არსებობს ისეთი ფაქტებიც, როცა ადამიანები სიმსუქნემ გადაარჩინა: დენი როსი გადაურჩა დანით მიყენებულ 38 ჭრილობას, ხოლო ლორენს ბელი – 8 ტყვიას.

3. ნაკლებად მიდრეკილება დემენციისაკენ

ცოტა ხნის წინ ითვლებოდა, რომ პუტკუნა ხალხი გონებრივად ნაკლებად არიან განვითარებული, თუმცა, დამტკიცდა, რომ ისინი ნაკლებად მიდრეკილი არიან საერთო ატროფიისკენ. მსუქანი ადამიანები 65 წლის შემდეგ, პროცენტულად, 25%-ით იშვიათად ავადდებიან დემენციით, ვიდრე გამხდრები.

4. ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული

ცხიმოვანი ქსოვილი ურთიერთქმედებს ენდოკრინულ სისტემასთან და ორგანიზმს გარეგანი გამღიზიანებლებისა და უსიამოვნო შეგრძნებების(შიმშილი, სტრესი და ა.შ.) დაძლევაში ეხმარება.

შესაბამისად, ჭარბი კგ-ს მქონე ადამიანები ფსიქიკურად შედარებით ჯანმრთელები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შედარებით დადებითად მოქმედებენ საკუთარ და გარშემომყოფების განწყობაზე. ტყუილად არ უთქვამთ, რომ პუტკუნა ადამიანები უფრო კეთილები არიან.

5. რევმატული ართრიტის გაჩენის დაბალი რისკი

ამ დაავადებით ქალები უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე მამაკაცები. იგი იწვევს სახსრების მოძრაობის უნარის დაქვეითებას, თან ახლავს ტკივილები და განკურნებადია მხოლოდ ადრეულ სტადიებში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქრონიკული ართრიტის წარმოქმნის რისკი მცირდება სხეულის მასის ინდექსის ზრდასთან ერთად.

სამედიცინო კვლევეით დადგინდა, რომ პუტკუნა ადამიანები და ჭარბწონიანებიც კი, 63%-ით უფრო დაზღვეული არიან ამ დაავადებისგან.

არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდია სხეულის წონა, მით მეტია ზეწოლა სახსრებზე, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წონის მატებასთან ერთად, სხეულში გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი, რომელიც აძლიერებს სახსრებს.

6. ჯანსაღი სექსუალურობა

ჯერ კიდევ 1980 წელს დაამტკიცეს, რომ სასქესო სტეროიდული ჰორმონები ცხიმოვან ქსოვილებში გამომუშავდება. გარდა ამისა, ცხიმოვან ქსოვილშია ქალის სასქესო ჰორმონი ესტრადიოლი, რომელიც მამაკაცს ერექციის დროს 7 წუთით უხანგრძლივებს. ამასთან, უნაყოფო პუტკუნა ადამიანი შედარებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე გამხდარი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: