მთავარი რჩევები “გამორთეთ” ეს ჰორმონები ორგანიზმში – მათ გამო გიგროვდებათ ცხიმები და სწორედ ამიტომ იმატებთ წონაში

“გამორთეთ” ეს ჰორმონები ორგანიზმში – მათ გამო გიგროვდებათ ცხიმები და სწორედ ამიტომ იმატებთ წონაში

by guramus

მამაკაცები, ქალებთან შედარებით, შესამჩნევად სწრაფად ხდებიან. ეს ფაქტი უდავოა და დიეტოლოგებმა დაამტკიცეს კიდევაც.

ხდება ისეც, რომ ქალი სხვადასხვა დიეტას წლების განმავლობაში იცავს და საათობით ოფლიანობს დარბაზში, მაგრამ შედეგი შეუმჩნეველია.

რატომ ხდება ზოგიერთი მარტივად, ზოგს კი არაფერი გამოსდის?

შესაძლოა, ამაში ჰორმონები არიან დამნაშავე.

ჰორმონების გავლენა

ჩვევითი წესი – „ჭამე ცოტა, დახარჯე მეტი ენერგია“ – მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი ჰორმონალური დისბალანსი და მეტაბოლიზმის დარღვევებია.

ჰორმონების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე აისახება მეტაბოლიზმის სისწრაფეში, მადის ხასიათში, წონის კლება-მატებასა და სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებში.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ „თვითგახდომის“ დაწყებამდე – უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, რომელი ჰორმონების „დამსახურებაა“ ჭარბწონიანობა და რატომაა დიდი რაოდენობით საკვების მოთხოვნილება – საშიში სიმპტომი.

რომელი ჰორმონები ახდენს გავლენას წონაზე:

1. ლეპტინი

ეს ჰორმონი არეგულირებს მადას და პასუხს აგებს ენერგეტიკულ მიმოცვლაზე. მას უწოდებენ დანაყრების ან სიმსუქნის მთავარ ჰორმონს. ლეპტინის დაბალი დონე იწვევს მადის მომატებას და გასუქებას.

თუ ორგანიზმის უჯრედებში დიდი რაოდენობით ცხიმია – ლეპტინის დონე იმატებს, რის შემდეგაც ტვინი იძლევა სიგნალს – „გეყოფა ჭამა!“ თუმცა, ლეპტინის ჭარბი რაოდენობა ქმნის თრომბოზის მაღალ რისკს.

2. გრელინი

გამომუშავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და იწვევს შიმშილის გრძნობას. ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და იცავს გულსა და სისხლძარღვებს. თუ ხშირად მიირთმევთ სასუსნავებს, გრელინის დაბალი დონე გაქვთმ თუმცა, იზრდება შფოთვა და დეპრესიული სტრესი.

იქმნება ჩაკეტილი წრე – დიეტის შემდეგ იღვიძებს ცხოველური მადა და შიმშილი, რომლის დაძლევაც ძალიან რთულია.

ამიტომაც, უნდა იკვებოთ დღეში 4-5-ჯერ, მათ შორის 2 კი წახემსება უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საუზმეს – იგი აუცილებლად უნდა მიირთვათ.

3. ესტროგენი და პროგესტერონი

ქალის სასქესო ჰორმონები თავს 45 წლის შემდეგ იჩენს, როცა ქალებს მენოპაუზა ეწყებათ. ესტროგენის დაბალი დონე იწვევს ცხიმოვანი უჯრედების დაგროვებას მუცლის არეში.

პროგესტერონის დაბალი დონე კი აიძულებს ორგანიზმს უფრო მეტი წყლის შენახვას, ვიდრე სჭირდება, შედეგად კი სხეულის მოცულობა იზრდება.

4. ტესტოსტერონი

მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან საკვერცხეების პოლიკისტოზი, ზოგჯერ, წარმოიქმნება ტესტოსტერონის დონის მომატების შედეგად, ეს იწვევს წონის უკონტროლო მატებას, სახეზე თმების გაჩენას, აკნესა და უნაყოფობას.

მენოპაუზის დროს, ტესტოსტერონის შემცირებული დონე ამცირებს მეტაბოლიზმის სიჩქარეს, რაც, ასევე, ხდება სიმსუქნის მიზეზი.

5. ინსულინი

გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხიმების ცვლაში, ფერმენტებისთვის ქმედუნარიანობის მინიჭებით. ინსულინს შეუძლია ზედმეტი შაქრის გადამუშავება ცხიმოვან ქსოვილად.

თუ ტკბილეული გიყვართ, იცოდეთ, რომ მისი ჭარბი რაოდენობით მიღება ზრდის ინსულინის დონეს და, შედეგად, ჩნდება ჭარბი კილოგრამები გვერდებზე.

6. თირეოიდული ჰორმონები

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევას შეუძლია წონაში მატება გამოიწვიოს. თირეოიდული ჰორმონები ცხიმების დაშლის აქტივატორია.

ამ ჰორმონების დაბალი დონის შემთხვევაში ვითარდება დაავადება, ჰიპოთირეოზი – პათოლოგია, რომელიც აძლიერებს ცხიმების დაგროვებას და ადამიანი უზომოდ სუქდება. ჰიპერთირეოზის(ბაზედოვის დაავადება) დროს კი ძლიერი სიგამხდრე ვლინდება.

7. სომატოტროფინი

ეს ზრდის ჰორმონია, რომელსაც შეუძლია გასუქების გამოწვევაც. ნორმაში იგი ააქტიურებს უჯრედებიდან ცხიმების გამოყოფას და მათ დაშლას. დაბალი დონე კი ორგანიზმში ყველა პროცესს ანელებს.

8. კორტიზოლი

მას სტრესის ჰორმონს უზოდებენ. კორტიზოლის ჭარბად გამოყოფის ძირითად მიზეზებად ასახელებენ სტრესსა და ძილის უკმარისობას. მისი მაღალი დონე იწვევს მადის გაძლიერებას. პრობლემასთან გასამკლავებლად, ქალბატონები უბრალოდ ჭამენ ძალიან ბევრს და ამაში შვებას პოულობენ.

ის, ვინც მუდმივად ფსიქოტრავმატულ სიტუაციებში იმყოფება, ხშირად იმატებს წონაში, მაშინაც კი, თუ ნორმალურად იკვებებიან. ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მეტაბოლიზმის დარღვევით ნერვული გადატვირთვის დროს.