მთავარი რჩევები თუ კბილის ტკივილმა მოულოდნელად შეგაწუხათ და წამალი არ გაქვთ, ეს 6 საშუალება 1 წუთში გაგათავისუფლებთ ტკივილისგან

თუ კბილის ტკივილმა მოულოდნელად შეგაწუხათ და წამალი არ გაქვთ, ეს 6 საშუალება 1 წუთში გაგათავისუფლებთ ტკივილისგან

by guramus

კბილის ტკივილი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა, რომლის განცდაც ადამიანს შეუძლია. მთავარი კი ისაა, რომ ამ ტკივილისთვის მომზადება შეუძლებელია.

ჩვენ მოვაგროვეთ 6 ეფექტური საშუალება, რომელიც კბილის უეცარ ტკივილს გაგიყუჩებთ. თანაც, ამის გაკეთება ხელთ არსებული პროდუქტით შეგეძლებათ.

1. პიტნა

პიტნის ჩაი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც შესანიშნავი და სწრაფმოქმედი ტკივილგამაყუჩებელ საშუალება. მოამზადეთ მყარი ნაყენი პიტნისგან და გამოივლეთ პირის ღრუ ან მიღებული მყარი მასა მოათავსეთ მტკივან კბილსა და ლოყის შიდა მხარეს შორის რამდენიმე წუთით. ასევე, შეგიძლიათ პიტნის ჩაით დასველებული ბამბის დისკით ფრთხილად გაიწმინდოთ კბილი.

2. მიხაკის ზეთი

ეს ზეთი დროით გამოცდილი საშუალებაა კბილის ტკივილის დასაამებლად, ვინაიდან მას გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. იგი ამცირებს ანთებას და მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი.

• დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი მიხაკის ზეთი ბამბის ტამპონზე და გაიწმინდეთ მტკივანი კბილი. ტკივილის შესუსტებას მაშინვე შეიგრძნობთ. ამ პროცედურის გამეორება დღეში სამჯერაა რეკომენდებული;

• 0.5 ჭიქა წყალს დაუმატეთ 2-3 წვეთი მიხაკის ზეთი, კარგად აურიეთ და გამოივლეთ პირის ღრუ 30 წამის განმავლობაში.

3. მარილიანი წყალი

კიდევ ერთი მარტივი და ეფექტური მეთოდი კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად არის პირის ღრუს გამოვლება თბილი, მარილიანი წყლით. მარილს შეუძლია ყველა იმ ვირუსული მიკროორგანიზმების განადგურება, რომლებიც ამდენ უსიამოვნო შეგრძნებას განიჭებთ. ამას გარდა, სტომატოლოგები გვირჩევენ პირის ღრუს გამოვლებას მარილით ჭამის შემდეგ, პროფილაქტიკის სახით.

4. ვანილინი

უბრალოდ დაიდეთ მტკივან კბილზე ვანილინის რამდენიმე კრისტალი. რამდენიმე საათში უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება. ამას გარდა, ვანილინს შეუძლია შესიების ჩაცხრობაც.

5. ყინული

გაუსაძლისი ტკივილის ნაწილობრივ შემსუბუქება ყინულის კუბს შეუძლია, თუ მას ხელის მტევნის V-მონაკვეთზე გაუსვამთ, სადაც დიდი და საჩვენებელი თითების ძვლები ერთმანეთს ხვდება. 5-7 წუთის განმავლობაში მცირე ზეწოლით დაიჭირეთ ხელზე ყინულის კუბი. ამ პროცედურის მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს ნერვული იმპულსები იმავე ნერვულ გზებზე გადის, რომლებიც ტკივილს გადასცემს.

6. ჩაის ხის ზეთი

დაალბეთ დამპონი ჩაის ხის ზეთსი და დააფიქსირეთ მტკივანი კბილის მონაკვეთი. ასევე, შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ზეთი დაუმატოთ ჭიქა წყალს და გაიკეთოთ თბილი აბაზანა: დაიგროვეთ ხსნარი პირში და გაიჩერეთ მაქსიმალურად დიდხანს(არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ!).

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: