მთავარი რჩევები სანამ გვიანი არ არის – თუ უარს არ იტყვით ამ მავნე ჩვევებზე, მალე დაბერდებით

სანამ გვიანი არ არის – თუ უარს არ იტყვით ამ მავნე ჩვევებზე, მალე დაბერდებით

by guramus

ის, თუ როგორ გამოვიყურებით ამა თუ იმ ასაკში, ძლიერაა დამოკიდებული გენეტიკაზე. თუმცა, იგი ერთადერთი ფაქტორი ნამდვილად არაა – ჩვენ გადამწყვეტი გავლენა შეგვიძლია მოვახდინოთ დაბერების პროცესზე.

წარმოგიდგენთ 10 მავნე ჩვევას, რომლებიც თქვენს ახალგაზრდობას აქრობს. ამ ჩვევებისგან გათავისუფლება გვიანი არასდროსაა.

1. რაციონიდან ცხიმის ამოღება

ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც ფიგურას უფრთხილდება, ამ შეცდომას უშვებს: ისინი რაციონიდან გამორიცხავენ ცხიმის შემცველ პროდუქტებს. ასეთი დიეტა აზიანებს როგორც მთელ ორგანიზმს, ასევე, კანსაც – იგი სწრაფად იფარება ნაოჭებით. ჩასვით დიეტაში წითელი თევზი, თხილი, არაჟანი და კარაქი.

2. სასმლის დალევა საწრუპის გამოყენებით

როცა საწრუპიდან სასმელს „ვწრუპავთ“, ტუჩები მაქსიმალურად იკუმშება. შედეგად, ტუჩის ირგვლივ ყალიბდება ნაოჭები. იგივე ეფექტი აქვს სიგარეტსაც.

სხვათაშორის, თუ მწეველებს გსურთ ახალგაზრდობის შენარჩუნება, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მოეშვით მოწევას!

3. ძილი გვერდზე

როცა გვერდზე ან მუცელზე გვძინავს, სახე ბალიშში ეფლობა. ეს იწვევს ლოყებსა და ნიკაპზე ნაადრევი ნაოჭების გაჩენას. ძილის საუკეთესო პოზა კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად არის ზურგზე წოლა.

4. სხეულის არასწორი პოზიცია

როცა ვისვენებთ ან ვზივართ არასწორი პოზიციით, ხერხემალი მრუდდება. კუნთები განიცდის უთანასწორო დატვირთვას, რაც ტკივილსა და დაღლილობას იწვევს. ამასთან, სწორი პოზიცია აყალიბებს კარგ ფიგურას, მოქმედებს სიარულის მანერასა და ჩვენს საერთო იმიჯზეც.

5. მზისგან დაცვა მხოლოდ ზღვაზე დასვენებისას

ულტრაიისფერი სხივები მთავარი მიზეზია კანის ნაადრევი დაბერებისა. ამიტომ, მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველი დღის კრემის წასმა აუცილებელია სახლიდან გასვლისას. ეს უნდა გააკეთოთ ღრუბლიან დღეებშიც, რადგან ღრუბლები ატმოსფეროში მოხვედრილი მზის სხივების 80%-ს ატარებს.

6. შენობის ზედმეტად გათბობა

ოთახის გათბობისას ჰაერი მეტისმეტად შრება. ეს მაშინვე აისახება თქვენს თმასა და კანზე, რომელიც ძალიან სწრაფად კარგავს ტენს. სცადეთ, დაარეგულიროთ გათბობა ისე, რომ ოთახში, განსაკუთრებით კი საძინებელში, გრილოდეს(არ ცხელოდეს!).

7. შაქარზე სრულად უარის თქმა

დიდი რაოდენობით ტკბილი პროდუქტი მავნებელია, თუმცა, სულიერი წონასწორობაც ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ლამაზ ფიგურასთან შედარებით, დადებითი განწყობა კი ცხოვრებას ახანგრძლივებს.

ამიტომ, ხანდახან მიირთვით ტკბილეულიც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ აქ საკვანძო სიტყვაა „ხანდახან“. თუ წახემსება გსურთ – გამოიყენეთ ხილი და ბოსტნეული.

8. ტელევიზორთან ჯდომა ძალიან დიდხანს

ტელევიზორთან გატარებული თითოეული საათი ცხოვრების ხანგრძლივობას დაახლოებით 22 წუთით ამცირებს. დიახ, ეს ინტერნეტისა და კომპიუტერების მოყვარულებსაც ეხება. ადექით და წაივარჯიშეთ ყოველ ნახევარ საათში.

9. ძილის უკმარისობა

ზრდასრულებმა დღეში 7 საათი მაინც უნდა იძინონ, საუკეთესო ვარიანტი კი 8+ საათია. თუ ჩვენ ცოტა ხნით გვძინავს, ვერ ვასწრებთ ენერგიის აღდგენას, რაც ჩვენს მუშაობასა და გარეგნობაზეც აისახება. სხვათაშორის, სპეციალისტები დასაძინებლად საუკეთესო დროდ 22-23 საათს მიიჩნევენ.

10. არაორგანიზებულობით გამოწვეული სტრესის გადატანა

ქრონიკული სტრესი ორგანიზმში არსებულ, რეგენერაციის უნარის მქონე უჯრედებს სერიოზულ ზიანს აყენებს. ორგანიზმი უფრო სწრაფად იფიტება და ბერდება. ხშირად, სტრესს ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარი არაორგანიზებულობით.

იმისათვის, რომ სტრესის დონე შეამციროთ ცხოვრებაში, შეადგინეთ წესები და აკეთეთ ყველაფერი დროულად, ნუ დაელოდებით ბოლო მომენტებს.

გახსოვდეთ: მართალია, ყველაფერი თქვენ ხელთ არაა, თუმცა თქვენ ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: