მთავარი რჩევები უახლესი დიეტა წონაში კლების მსურველებისთვის – დაგჭირდებათ მხოლოდ შვრიის ფაფა!

უახლესი დიეტა წონაში კლების მსურველებისთვის – დაგჭირდებათ მხოლოდ შვრიის ფაფა!

by guramus

შვრიის ფაფა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც კუჭსა და მთლიან ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს.

როგორ შეიძლება გახდომა მისი წყალობით?

ბევრი ადამიანი იცავს შვრიის ფაფის სხვადასხვა მონოდიეტას, რათა მაქსიმალურად მცირე დროში შეძლონ ჭარბი კილოგრამების მოშორება.

ვიღაც ამ გზით ნაწლავებს ისუფთავებს, ზოგი კი უბრალოდ დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებასა და ვიტამინს მიირთმევს, რაც დადებითად აისახება თითოეული ორგანოს ფუნქციონირებაზე.

შვრიის ფაფა შეიცავსმრავალ სასარგებლო ნივთიერებას: იოდს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, В და Е ჯგუფის ვიტამინებს.

ამასთან, იგი აღკვეთს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა გასტრიტი, ჰიპერტონია, დიაბეტი, ძვლებისა და კბილების დაავადებები, ნერვული სისტემის დარღვევები და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები.

თუმცა, მანამ, სანამ შვრიის ფაფით გახდომას დაიწყებდეთ, სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ისწავლოთ მისი სწორად შერჩევა.

მაგალითად, საუკეთესო შვრიის ფაფად ითვლება „ჰერკულესი“ და „ექსტრა“, ამასთან, პირველი სახეობა იწარმოება უმაღლესი ხარისხის ბურღულეულისგან, ხოლო „ექსტრა“, შედარებით, დაბალი ხარისხისაა.

მოხარშეთ შვრიის ფაფა სწორად

ყველაფერი ძალიან მარტივია. თუ დრო გაქვთ, წინასწარ გარეცხეთ ფაფა და გააჩერეთ წყალში 12 საათით. თუ ამას ვერ ახერხებთ, არაუშავს, აღნიშნული პროცესი აუცილებელი არ არის, თუმცა, სასურველია.

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ შვრია. უნდა ადუღოთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით იმის მიხედვით, თუ რომელი შვრია აირჩიეთ. ჩვეულებრივ, მომზადების დრო შეფუთვაზეა აღნიშნული.

ფაფის მომზადება შეგიძლიათ რძითაც, თუმცა დიეტისთვის უკეთესია ჩვეულებრივი წყალი. ასევე მოერიდეთ ისეთ დანამატებს, როგორიცაა მარილი, შაქარი, კარაქი და სხვ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ხილი, კენკრა და თხილი. ეს სრულიად მისაღებია, თუ შვრიის ფაფის გემო არ მოგწონთ.

იმისათვის, რომ ასეთი დიეტით გახდეთ, უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ფასტფუდი, ტკბილეული, გაზიანი სასმელები და სხვა მაღალკალორიული პროდუქტები.

ფაფა უნდა მიირთვათ მცირე ულუფებად მთელი დღის განმავლობაში – საუზმედ, სადილად და ვახშმად. თუმცა, მანამ, სანამ ასეთ მკაცრ დიეტას დაიცავდეთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: