უამრავი ადამიანი, დაჯდომისას, ფეხს ფეხზე გადადებს, თითქმის ავტომატურად. ამ პოზაში უფრო ელეგანტურად და სექსუალურად გამოვიყურებით. მას, ხშირად, „ქალურ“ პოზასაც უწოდებენ.
თუმცა, ცოტამ თუ იცის, თუ რა სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია ამ, ერთი შეხედვით, უვნებელ ჩვევას.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე აღნიშნული ქალბატონი წარმოუდგენლად მიმზიდველად გამოიყურება ჯდომის პოზის გამო, ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა მოსდის სხეულს, როცა ფეხს ფეხზე გადადებთ:
• საათობით ამ პოზიციით ჯდომა გამოიწვევს ისეთ უსიამოვნო პათოლოგიას, როგორიცაა პარონეალური ნერვის პარალიჩი ან, უბრალოდ, პარალიჩი. ეს იმ შემთხვევასაც ეხება, როდესაც ერთსა და იმავე პოზაში ძალიან დიდხანს ჩერდებით;
• ჯერ კიდევ 2010 წლისთვის, უამრავმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ფეხის ფეხზე გადადება იწვევს სისხლის წნევის მომატებას. მაშინაც კი, თუ თქვენ არასდროს გქონიათ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ ჩვევისგან გათავისუფლება დაგეხმარებათ სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში;
სისხლის წნევის მომატების მიზეზი ისაა, რომ როდესაც ერთი ფეხის მუხლზე მეორე ფეხს ვდებთ, სისხლძარღვებზე იმატებს დატვირთვა და სისხლი ჭარბი რაოდენობით მიეწოდება გულს, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს წნევის მომატებას.
სხვა შესაძლო ახსნა იმით შეიძლება, რომ წნევა იმატებს ფეხის კუნთების იზომერული შეკუმშვის შედეგად(ეს მაშინ ხდება, როცა სახსრები არ მოძრაობს და კუნთები არ იცვლის სიგრძეს).
• სხეულის ეს პოზა, ასევე, იწვევს მენჯის კუნთების პრობლემებსაც. ფეხების გადაჯვარედინება ხანგრძლივად და რეგულარულად, იწვევს თეძოების შიდა ნაწილის კუნთების დამოკლებას, გარე კუნთებს კი – აგრძელებს.
შედეგად, სახსრების გამრუდების რისკი იმატებს;
• ეს მავნე ჩვევა ზრდის ვარიკოზული „ბადის“ გაჩენის შანსს ფეხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ვენების ვარიკოზული გაფართოება, ხშირ შემთხვევაში, მემკვიდრეობითია, ფეხების ხშირ გადაჯვარედინებას შეუძლია ვენების ანთების გამოწვევა. სისხლძარღვებში მოთავსებულია სისხლის არხები, რომლებიც სისხლს ხელს უშლის არასწორი მიმართულებით გადინებაში.
როცა ფეხები გადაჯვარედინებულია, ვენებში წნევა იზრდება, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას, შედეგად კი იწვევს სისხლძარღვების კედლების შეკუმშვასა და ელასტიურობის შესუსტებას. ამის შემდეგ, შესაძლებელია სისხლის შედედება და ფეხებზე ვენების გასიება.
დაბოლოს, კვლევებმა აჩვენა, რომ თუ გადაჯვარედინებული ფეხებით 3 საათზე მეტხანს იჯდებით დღეში, ვითარდება ტკივილები წელის ქვედა და კისრის არეში, ასევე, ჩნდება დისკომფორტი თეძოებში.
იმედია, ამ მავნე ჩვევას ყველა ქალბატონი(და არამარტო) გადაეჩვევა.