მთავარი რჩევები თუ გაზაფხულზე ალერგია გაწუხებთ, გირჩევთ ეს 5 საშუალება ყოველდღიურად გამოიყენოთ

თუ გაზაფხულზე ალერგია გაწუხებთ, გირჩევთ ეს 5 საშუალება ყოველდღიურად გამოიყენოთ

by guramus

ხეები და ყვავილები ყვავის, თუმცა მთელი ეს მტვერი, რომელიც ჰაერში იფანტება, თქვენში იწვევს ცხვირის შეგუბებასა და მუდმივ ცემინებას, თვალების ანთებას თუ ცრემლდენას.

არაა აუცილებელი, მიმართოთ ფარმაცევტიკულ პრეპარატებს. უბრალოდ გამოიყენეთ ბუნების საუკეთესო საშუალებები და მაშინვე იგრძნობთ გაუმჯობესებას.

წარმოგიდგენთ 5 ბუნებრივ საშუალებას საგაზაფხულო ალერგიისგან გასათავისუფლებლად:

1. აკუპრესურა – გარი ჰონგი, ფილოსოფიის დოქტორი, ამტკიცებს, რომ აკუპრესურას შეუძლია ალერგიის სიმპტომების შემსუბუქება სახის არეში სისხლის ნაკადის გაუმჯობესებით.

2. პრობიოტიკები – შესაძლოა, თქვენ უკვე დაიწყეთ ნაწლავების მიკროფლორის ჯანმრთელობის აღდგენა, თუმცა, თუ ჯერ ეს არ გაგიკეთებიათ, აუცილებლად უნდა დაიწყოთ სეზელ გერეუ ჰადონის, ნიუ-იორკის ჯანმრთელობისა და განკურნების სამედიცინო ცენტრის ექიმის თქმით.

იგი ამბობს, რომ პრობიოტიკები ორგანიზმს ალერგენების განადგურებაში ეხმარება, მათ შორის, მტვრის ნაწილაკების დაშლაშიც.

3. ნასალური ირიგაცია – ეს მეთოდი საუკუნეებითაა გამოცდილი სხვადასხვა კულტურაში. იოგას მიმდევრებისთვის ეს საშუალება Jala neti-ს სახელითაა ცნობილი.

მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება – დაწყებული ლორწოს გაწმენდით მტვრისა და ალერგენებისგან, დამთავრებული მსუბუქი ენერგეტიკული გზების სტიმულაციით მარცხენა და მარჯვენა ნესტოებში.

ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ატარებენ ამ პროცედურას, იუწყებიან, რომ ისინი უფრო „გამძლენი“ გახდნენ ვირუსების მიმართ, ნაკლებად აწუხებთ ალერგია, თავის ტკივილები და ზედა სასუნთქი გზების პრობლემები.

ოდნავ მარილიანი წყლის გამოყენება საუკეთესო შედეგს იძლევა, თუმცა, მხოლოდ თბილი წყალიც დადებითად იმოქმედებს.

4. ჰაერის გაწმენდა – ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათ მტვერი აწუხებთ, როცა, რეალურად, გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებების მსხვერპლი არიან საკუთარ სახლებსა და ოფისებში.

ეთერზეთების(ფიჭვის, ნაძვის, ევკალიპტის, ლიმონისა და ლიმონგრასის ზეთების) გამოყენებით, შეგიძლიათ სახლში ჰაერი გაწმინდოთ ბიოლოგიური დაბინძურებისგან, რითაც ალერგიის რისკსაც შეამცირებთ.

5. ბალახეულის გამოყენება – პოლ ბერგნერის, სამხრეთამერიკული სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის თქმით, ბევრ ბალახეულს შეუძლია საშინაო პირობებში ალერგიის განკურნება. სცადეთ შემდეგი მცენარეები: ცხარე პიტნა, მელისა და ექინაცეა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ანარჩუნებს იმუნურ და ლიმფურ სისტემის ჯანმრთელობას;

გვირილას ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები ამსუბუქებს თვალის სიმშრალესა და ქავილის შეგრძნებას; ჭინჭარი ანტიჰისტამინია, რომელიც მიმართულია იმუნური სისტემისკენ, რათა ამ უკანასკნელმა იმოქმედოს ალერგენების წინააღმდეგ, რაც ამცირებს ალერგიის სიმპტომებს – თვალების ქავილსა და ცემინებას. მიირთვით ჭინჭრის ახალი ფურცლებისგან დაყენებული ჩაი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: