ალბათ, ყველა ჩვენგანს აწუხებს შავი წერტილები, რომლებიც სახის სხვადასხვა მონაკვეთზე, უმეტესწილად კი, ცხვირზე ჩნდება. აღმოჩნდა, რომ მათი მოშორება საკმაოდ მარტივია ამ უეფექტურესი მეთოდის გამოყენებით:
1. დაიბანეთ სახე ჩვეულებრივად, შეიკარით თმები, რათა სახე გაათავისუფლოთ;
2. მოამზადეთ ნარევი №1: აიღეთ 1 ს/კ საპარს ქაფს, დაუმატეთ ნახევარ ჩ/კ სოდას და კარგად მოურიეთ;
3. აადუღეთ წყალი ქვაბში, ჩაყარეთ 1 მუჭა მშრალი გვირილის ფოთლები. დადეთ ქვაბი მაგიდაზე, დაიხურეთ პირსახოცი და შეუშვირეთ სახე ორთქლს. საკამრისია 5-7 წუთი;
4. მომზადებულ ნოტიო სახეზე წაისვით ნარევი(მოერიდეთ ტუჩისა და თვალის მონაკვეთებს). აბაზანაში მოუშვით ცხელი წყალი და შეუდგით რბილი კბილის ჯაგრისი(აუცილებელია რბილი).
მართალია, არსებობს სპცეიალური ჯაგრისი სახისთვის, თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის რბილი ჯაგრისიც.
შემდეგ, მსუბუქად და დინამიურად გაიწმინდეთ სახე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცხვირსა და შუბლს. შემდეგ, ჩამოიბანეთ ყველაფერი სახიდან.
5. ჩაიხედეთ სარკეში – შავი წერტილები უკვე აღარაა. ფორები სუფთაა, სახე – გლუვი;
6. ვამზადებთ №2 ნარევს: შეურიეთ თიხა, რომელიც თქვენი კანის ტიპს უხდება, + მირამისტინი(ან ქლორჰექსიდინი. განსხვავება არ არსებობს, უბრალოდ, იაფია).
ნარევი ფაფის კონსისტენციის უნდა იყოს. წაისვით სუფთა, ნოტიო სახეზე და მოერიდეთ თვალებსა და ტუჩებს.
გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ნარევი უკვე კარგად გაშრება.
7. ჩამოიბანეთ ნარევი და გაიმშრალეთ სახე პირსახოცით. შემდეგ დაიტანეთ უბრალო დამატენიანებელი კრემი.
თქვენ რა ხერხს მიმართავთ შავი წერტილების გასაქრობად? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.