მთავარი რჩევები 5 მოულოდნელი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გამოგდით წონაში დაკლება ყველა მცდელობის მიუხედავად

5 მოულოდნელი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გამოგდით წონაში დაკლება ყველა მცდელობის მიუხედავად

by guramus

თუ თქვენ უკვე სცადეთ ყველა დიეტა: გამორიცხეთ რაციონიდან ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, შემდეგ მყარი საკვები, შემდეგ თვლიდით კალორიებს და მაინც ვერ მიაღწიეთ სასურველ წონას, თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს – ტყუილად გიწვალიათ და ჩვენ ვიცით, რატომ.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 5 შეუმჩნეველ მიზეზს იმისა, თუ რატომ ვერ იკლებთ წონაში მცდელობების მიუხედავად.

1. თქვენ ცილებს ცალკე ჭამთ, ნახშიწყლებს – ცალკე

განცალკევეთი კვების მოყვარულები გვარწმუნებენ: ცილები და ნახშირწყლები ცალ-ცალკე უნდა მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახშირწყლები კუჭში „გაფუჭდება“ და ვერ მოასწრებს ცილებთან ერთად ათვისებას.

თუმცა, ბანალური ანატომია ამ თეორიას მაშინვე დაამსხვრევს. საქმე ისაა, რომ მარილმჟავას კონცენტრაცია კუჭში შეუძლებელს ხდის პროდუქტის „გაფუჭებას“, კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის კი თორმეტგოჯა ნაწლავიცაა მოთავსებული, სადაც, ერთდროულად, იდეალურად გადამუშავდება ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.

თუმცა, მთავარი ისაა, რომ ცილებისა და ნახშირწყლების გადამუშავებისთვის სხვადასხვა ფერმენტები გამოიყოფა.

რა უნდა გავაკეთოთ: დაივიწყეთ საკვების განცალკევება ნახშირწყლებისა და ცილების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ფერმენტატული სისტემა თანდათან შეანელებს ფერმენტების გამოყოფის უნარს და შედეგად მიიღებთ საჭმლის მონელების პრობლემებს, სასწორზე კი ვერავითარ ცვლილებას ვერ შეამჩნევთ.

2. არ იყენებთ ჩანგალს

ჩვენს ტვინს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება იმის გასაგებად, რომ ორგანიზმმა „შეჭამა“, და კუჭის სისავსის შესაფასებლად. თუმცა, ხშირად, ჩვენ ვასწრებთ ამ 20 წუთის განმავლობაში ყველაფრის პირში ჩაყრას, შედეგად კი ტვინი იძლევა სიგნალს- „ზემდეტი შეჭამე!“

როგორ უნდა მოიქცეთ: მიირთვით ყველაფერი ჩანგლისა და დანის გამოყენებით, დაჭერით საკვები პატარა ნაჭრებად. ეს, პირველ რიგში, ანელებს კვების პროცესს და ამარტივებს საჭმლის მონელებას, ამასთან, ვიზუალურად მოგვეჩნვენება, რომ ბევრი შევჭამეთ.

3. თქვენ მეტისმეტ ჯანსაღ საკვებს იღებთ

ზოგი ფიქრობს, რომ თუ მხოლოდ სალათებს, მოხარსულ თევზს და უმ ხილს მიირთმევს, მას სწორი მუცელი და გამოყვანილი წელი ექნება. თუმცა, სამწუხაროდ, ჯანსაღ საკვებთანაც ზომიერი ურთიერთობა უნდა დაამყაროთ. ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში, დაახლოებით, 150 კკალ-იაა მოთავსებული, როგორც დიდი ავოკადოს ნახევარ ნაჭერზე.

დაუმატეთ ამას პომიდვრის, კიტრისა და გოგრის თესლის კალორიებიც, რომლებსაც ასევე უმატებთ სალათს. და, აი, გეჩვენებათ, რომ მსუბუქი ბოსტნეულის სალათი მიირთვით, რეალურად კი 500 კალორიიანი სადილი მიიღეთ.

როგორ უნდა მოიქცეთ: კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი ფიგურისთვის ერთგვარად დამღუპველია, როგორც კანფეტის დიდი რაოდენობით ჭამა, ასევე, ხილ-ბოსტნეულისა. გამოსავალი ერთია – ყურადღება მიაქციეთ ულუფის ზომებს.

4. გიყვართ დეტოქს-პროგრამები

მკვეთრი წვენები და სმუზი ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა არა მაშინ, როცა ისინი თქვენი რაციონის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს. ასეთ დიეტაზე სხეული არამხოლოდ წყალს, არამედ კუნთოვან მასასაც კარგავს ცხიმის ნაცვლად. საბოლოო ჯამში, თქვენ სწრაფად მოიმატებთ ასე დაკლებულ წონას.

როგორ უნდა მოიქცეთ: წვენების ნაცვლად მიმართეთ ხილ-ბოსტნეულს. ასე ყველა საჭირო ნივთიერებას მიიღებთ, ამასთან, ცელულოზასაც, რომელიც თქვენს საჭმლის მონელებას გააუმჯობესებს.

5. თქვენ ითვლით კალორიებს

საკვების კალორიულობა პროდუქტის ჰერმეტულ კამერაში დაწვით ითვლება. რამდენი კალორია ენერგიაც გამოიყოფა ამ პროცესის დროს, იგივეა ციფრებიც. ასევე, ძალიან ზედაპირულად გამოითვლება ისიც, თუ რამდენ კალორიას ხარჯავთ დღეში. ამიტომაც, კალორიულობის დათვლა არ მოგცემთ სასწორზე სასურველ ციფრებს.

როგორ უნდა მოიქცეთ: როცა შეარჩევთ სადილს, მიაქციეთ ყურადღება არა კალორიულობას, არამედ იმას, თუ რამდენად სასარგებლოა პროდუქტი, მდიდარია თუ არა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. 300 კკალ-იანი ნუშის ბორცვი ხომ გაცილებით სასარგებლო იქნება, ვიდრე 300 კალორია შოკოლადის ფილის ნახევარში.