მთავარი რჩევები 9 მითი კვებაზე, რომლებსაც „ფეისბუქზე“ ამაოდ ვალაიქებთ

9 მითი კვებაზე, რომლებსაც „ფეისბუქზე“ ამაოდ ვალაიქებთ

by guramus

„ბევრი ყავის დალევა მავნეა ჯანმრთელობისთვის“ – ვკითხულობთ ფეისბუქ-ნიუსებში, ვალაიქებთ და ვწყვეტთ, რომ დღეში 3-4 ფინჯანი ყავის დალევის „სულელურ“ ჩვევას უნდა გადავეჩვიოთ.

მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ დღესი 3 ფინჯანი ყავის დალევა 25%-ით ამცირებს დემენციის რისკს, ხოლო 5 ფინჯანი იცავს ალცჰაიმერის დაავადებისგან.

სოციალურ ქსელებში ყველა რჩევას როდი უნდა ვენდობოდეთ, რადგან ისინი ყოველთვის არ ეფუძნება მეცნიერულ მონაცემებს. წარმოგიდგენთ 9 მითს კვებაზე, რომლებსაც ბევრი მხოლოდ მათი პოპულარობის გამო იჯერებს.

1. ყველა დიეტა – ბოროტებაა

ვარაუდები: დიეტა – ეს არის კვების რეჟიმი, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, აზიანებს ჯანმრთელობას.
რეალობა: კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ყველა დიეტა არაა მავნებელი: მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირული დიეტა სასარგებლოა.

რაციონის საფუძველია ბოსტნეული, ხილი, ზღვის პროდუქტები, პარკოსანი მცენარეები და და ზეითუნის ზეთი. საკვების მიმართ ასეთი მიდგომა ამცირებს კოლორექტალურ სიმსივნეს 25%-ით, მკერდის სიმსივნეს – 15%-ით და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს – 10%-ით.

კიდევ ერთი დიეტა, რომლის სარგებელიც მეცნიერულადაა დამტკიცებული – ჩრდილოეთის დიეტაა. ასეთი რაციონის ძირითადი პროდუქტია თევზი, ბურღულეული და ბოსტნეული; არსებობს შეზღუდვები ხორცისა და დესერტების მოხმარებაში.

მეცნიერები, ასევე, რეკომენდაციას უწევენ მცენარეულ დიეტებს, როგორც საშუალებას, გულის იშემიური დაავადებისა და სიმსივნის რისკის შესამცირებლად.

2. რძე აძლიერებს კბილებსა და ძვლებს

ვარაუდები: რძე შეიცავს კალციუმს, რომელიც სასარგებლოა კბილებისა და ძვლებისთვის და ამცირებს მოტეხილობის რისკს.

რეალობა: მეცნიერები 20 წლის განმავლობაში იკვლევდნენ 1.2 მლნ ადამიანის რაციონს და მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: თუ რძეს ყოველდღიურად დალევთ, ეს არ იმოქმედებს ძვლების სიმყიფეზე, არ შეამცირებს მოტეხილობების რისკს და არ აღკვეთს ოსტეოპოროზს.

იმისათვის, რომ მოერიდოთ ოსტეოპოროზსა და მოტეხილობებს, აუცილებელია რაციონში 800-1000 მგ D ვიტამინის დამატება. ძვლების ჯანმრთელობისთვის ვიტამინები, რძესთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია.

3. დიდი რაოდენობით ყავის დალევა მავნებელია

ვარაუდები: დიდი რაოდენობით ყავის დალევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, იგი აუწყლოებს ორგანიზმს.

რეალობა: 3 ფინჯანი ყავა დღეში 25%-ით ამცირებს დემენციის განვითარების რისკს, 5 ფინჯანი კი გიცავთ ალცჰაიმერის დაავადებისგან. კოფეინს ნეიროდამცავი თვისება აქვს: იგი ამცირებს შფოთვას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კოგნიტურ შესაძლებლობებს.

მეცნიერები გაერკვნენ იმაშიც, რომ ყავა არ აუწყლოებს ორგანიზმს და დაამტკიცეს, რომ დღეში 4 ფინჯანი ყავის მოხმარების შემთხვევაშიც კი, წყლის ბალანსი ორგანიზმში არ უარესდება. ყავა ეხმარება ჩვენს ტვინს კარგად მუშაობასა და ჯანმრთელობაში, ამასთან, არ აუწყლოებს ორგანიზმს.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: