მთავარი რჩევები 9 მითი კვებაზე, რომლებსაც „ფეისბუქზე“ ამაოდ ვალაიქებთ

9 მითი კვებაზე, რომლებსაც „ფეისბუქზე“ ამაოდ ვალაიქებთ

by guramus

4. ცხარე საკვები მხოლოდ აზიანებს კუჭს

ვარაუდები: ცხარე საკვები აზიანებს კუჭს, ამიტომაც მოერიდეთ სანელებლებიან საკვებს.

რეალობა: წითელი წიწაკა ჩილი ამცირებს გარდაცვალების რისკს 13%-ით. სანელებლები ზრდიან ლიპიდების კადაბოლიზმს ორგანოებსა და ქსოვილებში, რაც იცავს ორგანიზმს გასუქებისგან, ათეროსკლეროზისგან, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტისგან.

სანელებლები აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას, ხსნის ანთებას და აქვს ანტიოქსიდანტის თვისება. ცხარე საკვები სასარგებლოა კუჭისთვის. რა თქმა უნდა, არ ღირს ამ ინფორმაციის მიღება დღეში წიწაკის კილოგრამობით მირთმევის მიზეზად: ყველაფერი კარგია, თუ ზომიერია.

5. პოპკორნი – მავნებელი ფასთფუდი

ვარაუდები: პოპკორნი „ცარიელი კალორიაა“ და ისეთივე ფასთფუდია, როგორიც ჩიფსები.

რეალობა: სუფთა პოპკორნი(დანამატების გარეშე) – სრულმარცვლოვანი პროდუქტია, რომელიც მდიდარია პოლიფენოლებით – ძლიერი ანტიოქსიდანტებით.

სწორედ ისინი იცავენ ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და დიაბეტისგან, ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას. პოპკორნში უფრო მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ხილ-ბოსტნეულში.

6. უნდა ჭამოთ ცოტ-ცოტა და ხშირად

ვარაუდები: თუ ხშირად შეჭამთ, დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას, რაც შეასუსტებს მადას და შეამცირებს წონას.

რეალობა: მეცნიერებმა შეადარეს, რა მოსდის ორგანიზმს, თუ დღეში 3-ჯერ ან 6-ჯერ შევჭამთ. განსხვავება ცხიმების დამჟავებაში არაა არსებითი, როგორც უპირატესობა წონის დაკლებაში. ამასთან, ექვსჯერადი კვების დროს მადა უფრო მაღალი იყო, ვიდრე სამჯერადისას.

თუ ხშირად შეჭამთ და ცოტ-ცოტას, უარყოფითად იმოქმედებთ მადასა და წონაზე.

7. ქოქოსის ზეთი უკეთესია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ცხიმი

ვარაუდები: ქოქოსის ზეთს უნიკალური თვისებები აქვს. იგი სუპერფუდია, რომელსაც პროდუქტების მთელი რიგის ჩანაცვლება შეუძლია.

რეალობა: ქოქოსის ზეთი შეიცავს 90% გაჯერებულ ცხიმს. შედარებისთვის, საქონლისა და ღორის ხორცში ეს ცხიმი 40%-ს შეადგენს, ნაღების კარაქში – 64%. გაჯერებული ცხიმების დიდი ნაწილი მავნეა ჯანმრთელობისთვის. კვლევებით არ დადგენილა კავშირი ქოქოსის ზეთსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას შორის.

ქოქოსის ზეტი უნდა გამოიყენოთ ფანატიზმის გარეშე.

8. ყავისფერი ბრინჯი ვიტამინების საცავია

ვარაუდები: ყავისფერ ბრინჯში დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინები შედის, ამიტომაც იგი თეთრს სჯობს.

რეალობა: ყავისფერი – ეს არასრულად დამუშავებული ბრინჯია, რომელზეც გაუცლელი კანია შერჩენილი, თუმცა არ აქვს ნაუჭი. სასარგებლო მინერალების გარდა, მასში შეიძლება იყოს არაორგანული სასუქიც, რომელიც წყალში ხვდება.

ყავისფერ ბრინჯში 80%-ით მეტი დარიშხანი შეიძლება იყოს, ვიდრე თეთრში – ქიმიკატი ბრინჯის კანშია. დიდი რაოდენობით ყავისფერი ბრინჯის მირთმევა არ არის უსაფრთხო.

9. მწვანე ჩაის დალევა უსაზღვრო რაოდენობით შეიძლება

ვარაუდები: მწვანე ჩაი ამცირებს სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარების რისკს, ასრულებს ანტიოქსიდანტის როლს, ამიტომაც მისი დალევა შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ.

რეალობა: კატეჰინებმა, რომლებსაც მწვანე ჩაი შეიცავს, დიდი დოზით, შესაძლოა, ტოქსიკურად იმოქმედოს ღვიძლზე.

დღეში მწვანე ჩაის 3 ფინჯნის დალევაა რეკომენდებული 240მლ-იანი დოზით. მწვამე ჩაი არ არის პანაცეა ყველა დაავადებისგან და არ ღირს მისი მიღება წყლის ნაცვლად.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: