მთავარი რჩევები ქალებო – ამ 9 ფაქტის ცოდნა აუცილებელია თქვენთვის, რათა ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა აირიდოთ თავიდან

ქალებო – ამ 9 ფაქტის ცოდნა აუცილებელია თქვენთვის, რათა ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა აირიდოთ თავიდან

by guramus

ქალის ორგანიზმი – ძალიან რთული სისტემაა და, გოგონათა უმრავლესობა არც კი ეჭვობს, თუ რა უნიკალური ბიოლოგიური თავისებურებები გააჩნია მათ სხეულს.

მაგალითად, სტომატოლოგთან ან ეპილაციაზე წასვლა უკეთესია მენსტრუალური ციკლის ბოლო კვირას, მკერდის სიმკვრივე კი დამოკიდებულია მოხმარებული სითხის რაოდენობაზე.

ჩვენ შევაგროვეთ უნიკალური ფაქტები ქალის ორგანიზმზე, რომელთა ცოდნაც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

1. ზედმეტი ვარჯიში მენსტრუალურ ციკლს დაარღვევს

დამტკიცებულია, რომ ფიზიკურ დატვირთვებს შეუძლია ტკივილის შემსუბუქება მენსტრუაციის დროს. თუმცა, თუ მეტისმეტად მეტს ივარჯიშებთ, ამით უარყოფით შედეგებს მიიღებთ.

ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმში ჰორმონალურ დისბალანსს გამოიწვევს, რის შედეგადაც ქალბატონებს მენსტრუალური ციკლი ერღვევათ.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სპორტდარბაზზე უარი უნდა თქვათ. უბრალოდ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

2. მკერდზე დაკვირვებით ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრავთ

ქალის მკერდი ორგანიზმის ჯანმრთელობას ირეკლავს მაშინაც კი, თუ არაფერი გტკივათ. მაგალითად, სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი, შესაძლოა, ჰორმონალურ დარღვევებზე ან საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებაზე მეტყველებდეს.

მოცემულ შემთხვევაში, მაშინვე მიმართეთ ექიმს. თუ ძუძუსთავებზე ქავილის შეგრძნება გაქვთ ან მკერდი გაგიღიზიანდათ, დიდი ალბათობით, ბიუსტჰალტერზე ან სარეცხის ფხვნილზე გაქვთ ალერგია.

3. წონა არ მეტყველებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ის ფაქტი, რომ თქვენ რამდენიმე ჭარბი კილოგრამი გაქვთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ. წონაში მატება დამოკიდებულია კვებით ჩვევებზე, მემკვიდრეობასა და თქვენი სხეულის კონსტიტუციაზე.

თუმცა, პუტკუნა ადამიანებს შინაგანი ორგანოები, შესაძლოა, გაცილებით ჯანსაღ მდგომარეობაში ჰქონდეთ, ვიდრე გამხდრებს

4. მკერდი, შესაძლოა, სითხის არასაკმარისი რაოდენობის გამო ჩამოიწელოს

ორგანიზმში წყლის უკმარისობა მიგიყვანთ კანის მდგომარეობის ცვლილებებამდე: კანი ხდება მშრალი და იწელება. სწორედ ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ წყლის ბალანსს ორგანიზმში, რათა მკერდმა თავისი სიმკვრივე არ დაკარგოს.

5. ტუჩის ფერი ღვიძლის ჯანმრთელობაზე მიანიშნებს

თუ თქვენი ტუჩები უეცრად გაუფერულდა ან, პირიქით, გაჯერებული მუქი ფერი მიიღო, ეს ღვიძლის დაავადებებზე მეტყველებს. ნუ გაწელავთ დროს, მიმართეთ ექიმს.

6. საკვები, შესაძლოა, შაკიკის გამომწვევი მიზეზი იყოს

თავის ტკივილებს არამხოლოდ სტრესული სიტუაციები, არამედ თქვენი რაციონიც იწვევს. არსებობს ასეთი ცნებაც – „გურმანის შაკიკი“, რომლის დროსაც, ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, ფორთოხლის წვენი, შოკოლადი, თხილი და სხვ. იწვევს თავის მძლავრ ტკივილებს.

7. დასაფეხმძიმებლად მხოლოდ 6 დღე არსებობს

სპერმატოზოიდები ქალის ორგანიზმში 5 დღემდე რჩება აქტიური. ამიტომაც, თქვენ შეგიძლიათ დაფეხმძიმება იმ შემთხვევაში, თუ სქესობრივი აქტი ოვულაციის პირველ ან ნებისმიერი მომდევნო 5 დღის განმავლობაში შედგა.

8. მუცლის არეში ცხიმი არასაკმარისი ძილის გამო გროვდება

მაშინაც კი, თუ თქვენ დარბაზში ვარჯიშობთ კვირაში ხუთჯერ, შესაძლოა, მუცელზე ცხიმი ვერ მოიცილოთ. ამის მიზეზი სრულყოფილი, ჯანმრთელი ძილის უკმარისობაა.

თუ ქალმა არ გამოიძინა, ორგანიზმი განიცდის ენერგიის უკმარისობას, რის შედეგადაც იწყებს, ასე ვთქვათ, საგანგებო მარაგის დაგროვებას სწორედ მუცლის არეში.

დაიმახსოვრეთ ეს მარტივი წესი – თუ ბრტყელი და ლამაზი მუცელი გინდათ – დღეში 8-9 საათის განმავლობაში მშვიდად იძინეთ.

9. ორგანიზმი, ციკლის დროს, ტკივილის მიმართ ყოველთვის მგრძნობიარე არაა

მენსტრუალური ციკლის ბოლო კვირის განმავლობაში, ორგანიზმი ტკივილის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება.

ეს იმითაა გამოწვეული, რომ მენსტრუალური ციკლის 23-28 დღეებში მცირდება ჰორმონ ესტროგენის გამოყოფა, შესაბამისად, მცირდება საერთო მგრძნობელობაც.

ასე, რომ თუ აუცილებელია, მაგალითად, კბილების მკურნალობა ან ეპილაციის გაკეთება, სწორედ ამ დროს უნდა ჩაეწეროთ ვიზიტებზე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: