მთავარი რჩევები სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული კრემები გამოიყენოთ თმისთვის. ეს ნარევი მარტივად აჯანსაღებს და აძლიერებს თმას.

სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული კრემები გამოიყენოთ თმისთვის. ეს ნარევი მარტივად აჯანსაღებს და აძლიერებს თმას.

by guramus

ფორთოხალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ხილადაა აღიარებული. მისი ფერი, არომატი და გემო დადებითი განწყობით აღგვავსებს, ვიტამინები კი გვარიდებს ინფექციებსა და ვირუსულ დაავადებებს.

ბევრი თვლის, რომ ფორთოხლის კანი უსარგებლოა და უბრალოდ ყრიან მას. თუ თქვენც ასე იქცევით, აუცილებლად გადაეჩვიეთ! მოდით, გადავხედოთ ციტრუსის კანის სარგებელს თმისთვის:

თმების გაძლიერება საშინაო პირობებში

ფორთოხლის კანი შეუცვლელია ჯანმრთელობისთვის. იგი მდიდარი წყაროა ვიტამინ С-სი, რომელიც ამცირებს თმისცვენას და ასტიმულირებს მის ზრდას. ფორთოხლის ცედრა ამშვიდებს თავის კანს და კლავს სოკოებს, რომლებიც ქერტლს იწვევს.

თმა პირველი რამაა, რაზეც გარშემომყოფები ყურადღებას ამახვილებენ. თავის მშრალი კანი გამოიწვევს თმის პრობლემებს, მაგალითად, ქერტლსა და თმისცვენას.

იმისათვის, რომ თავის კანს შეუნარჩუნოთ ჯანმრთელობა, დაამზადეთ სამკურნალო საშუალება ფორთოხლის ქერქისგან.

ინგრედიენტები:

• ნახევარი ჭიქა ფორთოხლის ქერქი;

• 1 ჭიქა იოგურტი.

მომზადება და გამოყენება:

1. მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და კარგად მოურიეთ;

2. დაიბანეთ თმები შამპუნით, შემდეგ წაისვით მიღებული მასა თავის კანზე და კარგად შეიზილეთ;

3. შეიხვიეთ თავი საკვები ცელოფნით ან დაიხურეთ საშხაპე ქუდი. გაიჩერეთ ნიღაბი 2 საათით;

4. ჩამოიბანეთ ნიღაბო თბილი წყლით და წაისვით კონდიციონერი.

გაიკეთეთ ასეთი ნიღაბი ყოველ ჯერზე, როცა თავის დაბანას გადაწყვეტთ, ორი კვირის განმავლობაში. გაოცდებით, რა სწრაფად გაქრება ქერტლი.

თმისცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი

ფორთოხლის კანის ეთერზეთი აუმჯობესების თმის ძირების კვებას, ამცირებს თმისცვენას და ასტიმულირებს თმის ზრდას.

ინგრედიენტები:

• 1 ს/კ ფორთოხლის ქერქის ფხვნილი;

• 0.5 ს/კ ზეითუნის ზეთი.

მომზადება და გამოყენება:

1. გამოაშრეთ ფორთოხლის კანი და დაფქვით წვრილად;

2. შეურიეთ მიღებული ფხვნილი ზეითუნის ზეთს;

3. გაყავით თმები რამდენიმე ნაწილად და კარგად შეიზილეთ მასა თავის კანზე. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთით;

4. დაიბანეთ თავი თბილი წყლითა და მსუბუქი შამპუნით.

გაიმეორეთ პროცედურა კვირაში სამჯერ და თმა არამხოლოდ შეწყვეტს ცვენას, არამედ იბრწყინებს კიდევაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: