მთავარი რჩევები სპეციალისტები გვიყვებიან, თუ რა შემთხვევაშია ობი სასარგებლო და რა შემთხვევაში – სასიკვდილოდ საშიში

სპეციალისტები გვიყვებიან, თუ რა შემთხვევაშია ობი სასარგებლო და რა შემთხვევაში – სასიკვდილოდ საშიში

by guramus

დროდადრო, ობი ყველა სახლში შეიძლება გაჩნდეს. თუ მის კედლებზე გაჩენაზე სერიოზულად ვრეაგირებთ, საჭმელზე ობის შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვჭრით ობიან მონაკვეთებს და დარჩენილ საკვებს ვიყენებთ.

მეცნიერები ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში ასე მოქცევა საშიშია: ობის ბევრი სახეობა გამოყოფს მიკროტოქსინებს, რომლებიც იწვევს მძიმე მდგომარეობასა და დაავადებებს.

ამ სტატიაში დაწვრილებით აღვწერთ ე.წ. სასარგებლო და საშიშ ობებს, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

სასარგებლო და მავნე ობი – რაშია განსხვავება?

სასარგებლო ობი:

• Penicillium, Botrytis cinerea-ის კულტურის სასარგებლო სოკოების სახეობა, რომელიც კარგ გემოს აძლევს ყველას, სალამის, ღვინოსა და სხვა პროდუქტს;

• ობის ზრდადობა კონტროლდება სპეციალურად მოცემული პარამეტრებით;

• წარმოების შემუშავებული ტექნიკა;

• სარგებელი ჯანმრთელობისთვის: ობის ეს სახეობა არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას და ამცირებს გულ-
სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გაჩენის რისკს.

საშიში ობი:

• ობის სოკოს სახეობა, რომელსაც ორგანიზმზე ზემოქმედების სხვადასხვა ეტაპი გააჩნიათ – ალერგიული რეაქციებიდან ძლიერ მოწამლვამდე;

• შეუძლებელია თვალით საფრთხის დონე შეაფასოთ;

• პრაქტიკულად ყველა სახის ობი, რომელიც პროდუქტზე გაჩნდა სპეციალური წარმოების პირობების გარეშე, ანუ საყოფაცხოვრებო პირობებში.

სასარგებლო ობი: 5 ცნობილი პროდუქტი

ობის წყალობით, ზოგიერთი პროდუქტი უკეთესი ხდება. ობის სოკოები ეხმარება პროდუქტს დამწიფებაში, ხსნის მათ გემოს და მატებს არომატს.

ობიანი ყველი

ასეთი ყველისთვის დამახასიათებელია სამი სახის ობი – ცისფერი, თეთრი და წითელი. ცისფერი ობი შეაქვთ ყველის შიდა ნაწილში მოსამწიფებლად, თეთრი და წითელი კი, განსაზღვრულ პირობებში, უნდა გაიზარდოს პროდუქტის ზედაპირზე.

სარგებელი: ასეთი ყველი სავსეა პროტეინებით, ფოსფორით, ამინომჟავებით. ყველში არსებული კალციუმი კი ობის წყალობით, უკეთ აითვისება ორგანიზმის მიერ.

სოიოს სოუსი

სოიოს პარკების შემზადება სოუსის მომზადებამდე სოკოს სახეობის, Aspergillus fumigatus-ის წყალობით ხდება.

ადრე, ევროპელებს, რომლებსაც ასეთი სოუსის მომზადება სურდათ, არაფერი გამოსდიოდათმ რადგან ამ სოკოს როლი აზიურ რეცეპტში მათ არ ესმოდათ.

სარგებელი: მდიდარია ამინომჟავებითა და მინერალებით.

სალამი

ობი, რომელიც ფარავს სალამის, ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: ძეხვს თავისებურ გემოს აძლევს, პროდუქტს უნარჩუნებს წონას(ხორცი აღარ შრება სწრაფად), გვევლინება ბუნებრივ კონსერვანტად და მეტყველებს იმაზე, რომ ძეხვმა მომზადების ყველა პროცესი წარმატებით გაიარა.

სარგებელი: ნატურალური შემადგენლობა.

ღვინო

ტოკაური და სხვა ფრანგული ღვინის სახეობა მზადდება ნაცრისფერობიანი ყურძნისგან. როგორც მეღვინეები ამბობენ, „ობის ღვინოზე დადებითად მოქმედებს“.

ობი ეხმარება ყურძენს, ზედმეტი სითხისგან გათავისუფლებასა და შაქრისა და სიმჟავის კონცენტრაციის მომატებაში. ეს აუცილებელი პირობაა ტკბილი ღვინის დასამზადებლად.

ლიმონმჟავა

ლიმონმჟავას, რომელსაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ, არავითარი კავშირი არ აქვს ლიმონთან. მას შავი ობისგან (Aspergillus niger) ამზადებენ. ობს „აჭმევენ“ გლუკოზასა და საქაროზას, ის კი მჟავას წარმოშობს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: