მთავარი რჩევები წონის კლება მხოლოდ დიეტაზე არ არის დამოკიდებული. აუცილებელია ეს რჩევები ხასიათში გაგიჯდეთ.

წონის კლება მხოლოდ დიეტაზე არ არის დამოკიდებული. აუცილებელია ეს რჩევები ხასიათში გაგიჯდეთ.

by guramus

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ადამიანებში გასუქების პრობლემამ ორჯერ იმატა.

ჩვენი პლანეტის თითქმის ყოველ მეოთხე 18+ მაცხოვრებელს ჭარბი წონა აწუხებს. რა გასაკვირია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს კვებასთან სხვადასხვა მიდგომას.

რა თქმა უნდა, ყველას არ სჭირდება მკაცრი დიეტის დაცვა. საკმარისია, მიმართოთ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნაკლების ჭამაში.

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო საშუალებებს, რომლებიც ფორმის შენარჩუნებაში შიმშილისა და შეზღუდვების გარეშე დაგეხმარებათ.

1. შემოიჭირეთ ქამარი მჭიდროდ

სადილამდე ან ვახშმამდე, წელის ირგვლივ შემოიხვიეთ ლენტი მჭიდროდ. როცა იგრძნობთ, რომ იგი სულ უფრო მჭიდრო ხდება თქვენს წელზე, საკვების მიღებას უნდა მორჩეთ.

ეს მარტივი, თუმცა ეფექტური ხერხია, რომელიც დაგეხმარებათ ნაკლების ჭამაში.

2. მიირთვით სასმელი მაღალი ჭიქიდან

კალორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს ორგანიზმში საკვებიდან კი არა, სასმლიდან ხვდება. მაგალითად, დაპაკეტებული წვენის ჭიქაში, დაახლოებით, 120 კკალ და 20 გრ შაქარია.

ამ რაოდენობის შემცირებას შეძლებთ, თუ მაღალი ჭიქიდან დალევთ.

საქმე ისაა, რომ მაღალ და ვიწრო ჭიქებში, საშუალოდ, 20-30%-ით ნაკლებ სითხეს ვასხამთ, ვიდრე განიერში.

3. ისადილეთ ტაიმერთან ერთად

ყველაფერი მარტივია: სიჩქარე ჭამის დროს გაიძულებთ, ჭამოთ უფრო მეტი, რადგან ტვინი ვერა და ვერ იღებს სიგნალს, რომ თქვენ დანაყრდით.

ამიტომ, როცა სადილობას დააპირებთ, ჩართეთ ტაიმერი 20 წუთზე და ეცადეთ, თითოეული ლუკმით დატკბეთ.

4. მიიღეთ ცხელი აბაზანა

ცხელი აბაზანა არამხოლოდ გადუნებთ, არამედ გეხმარებათ გახდომაშიც, რასაც ლაფბოროს უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ.

მათი კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ 1 საათის განმავლობაში ცხელი აბაზანის მიღება წვავს 130 კალორიას – იმდენივეს, რამდენსაც 30 წუთით სეირნობისას.

ამას გარდა, სისხლში შაქრის საერთო დონე აბაზანის შემდეგ 10 %-ით იკლებს.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე