5. დადგით მაგიდაზე ხილით სავსე თასი
თვალწინ სასარგებლო პროდუქტების დადებით თქვენს თავს მოტივაციას აძლევთ ჯანსაღი კვებისათვის. სხვათაშორის, ეს არამხოლოდ „ცოცხალ“ ბოსტნეულსა და ხილს, არამედ მათ ფოტოებსაც ეხება.
ასე, რომ ნუ იჩქარებთ სოციალურ ქსელებში გასახდომი ჯგუფების დატოვებას. კარგი იქნება, თუ მისაღებ ოთახში ხილ-ბოსტნეულის ფოტოები გექნებათ.
6. დაჯექით მაგიდის ბოლოს
ეს რჩევა აქტუალურია სხვადასხვა წვეულებებზე. მაგიდის ცენტრში ჯდომისას, თქვენ გარშემორტყმული ხართ სხვადასხვა გემრიელი, თუმცა მავნე საკვებით.
მათზე უარის თქმა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აი, მაგიდის ბოლოს კი არსებობს თავშეკავების იმედი, მხოლოდ იმიტომ, რომ საკვების აღება, შედარებით, რთულია.
7. გამოიგონეთ პატარა რიტუალები
ბევრ ჩვენგანს ჩაუქრია სანთლები დაბადების დღის ტორტზე და გაუხსნია შამპანურის ბოთლები ახალი წლის ღამით.
საკვები, რომელთა მიღებაც ასეთ პატარა რიტუალებთანაა დაკავშირებული, უფრო გემრიელად გვეჩვენება.
ამ დასკვნამდე მივიდნენ მინესოტის უნივერსიტეტის სწავლულები.
ამიტომაც, შემოიღეთ ჭამამდე გარკვეული რიტუალები, რომლებიც გესიამოვნებათ და მოხარშული ბროკოლიც კი თქვენთვის ძალიან გემრიელი კერძი გახდება.
8. დაჭერით საკვები პატარა ნაჭრებად
ამას შეუძლია ტვინის მოტყუება და ისეთი შეგრძნების შექმნა, თითქოს თეფშზე უფრო მეტი საკვები დევს, ვიდრე რეალურადაა.
ამის ხარჯზე, დანაყრების გრძნობა უფრო მალე დაგეუფლებათ, შედეგად კი მეტს აღარ შეჭამთ. ანალოგიური საშუალებაა პატარა თეფშები, ასევე, ჯოხები ჩანგლებისა და კოვზების ნაცვლად.
9. ჩართეთ წარმოსახვა
საკვების წარმოსახვითი მიღება გვეხმარება უფრო ნაკლების ჭამაში, როგორც კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან.
მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებმაც წარმოიდგინეს, როგორც ჭამდნენ ემ&ემსის კანფეტებს, რეალურად უფრო ნაკლებს ჭამდნენ, ვიდრე ექსპერიმენტის სხვა მონაწილეები.
ასე, რომ ნუ განდევნით ტკბილეულისა და გემრიელობების შესახებ სიზმრებსა და წარმოსახვებს, ეს მეთოდი გახდომაში დაგეხმარებათ.
რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი პანაცეა არ არის და სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის გარეშე ნამდვილად ვერ მოგცემთ წარმოუდგენელ შედეგებს.
თუმცა, მათ შეუძლია დისციპლინის შემოღებაში დაგეხმაროთ და აგაცილოთ თავიდან მომავალში წონის მატების პრობლემები.
თქვენ რა საშუალებით იკლებთ წონაში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.