მთავარი რჩევები 7 რამ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, რაზეც მენსტრუალური სისხლის ფერი მეტყველებს

7 რამ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, რაზეც მენსტრუალური სისხლის ფერი მეტყველებს

by guramus

მენსტრუალურ ციკლზე, უფრო კი მენსტრუალურ სისხლზე სულ უფრო და უფრო თავისუფლად საუბრობენ. იმის ცოდნამ, თუ რა ფერის უნდა იყოს თქვენი მენსტრუალური სისხლი, შესაძლოა, თავიდან აგარიდოთ სახიფათო შედეგები.

მაგალითად, სისხლის ღია-ვარდისფერი შეფერილობა, დიდი ალბათობით, ესტროგენის დაბალ დონეზე მიანიშნებს და შესაძლო ოსტეოპოროზის საფრთხეზე მეტყველებს.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ რა ფერის უნდა იყოს მენსტრუალური სისხლი და რაზე შეიძლება მიანიშნებდეს მისი შეფერილობა.

7. მოვარდისფრო

მოვარდისფრო სისხლი ესტროგენის დაბალ დონეზე მეტყველებს. თუ სპორტის მოყვარული ხართ შეცვეული, ესეც შეიძლება იყოს მენსტრუალური სისხლის ასეთი შეფერილობის მიზეზი, რადგანაც დადგინდა, რომ სპორტით დაკავება, განსაკუთრებით კი სირბილი, იწვევს ესტროგენის დონის დაცემას.

ამას უნდა უფრთხილდეთ, რადგანაც კვლევებით დადგინდა, რომ ესტროგენების შემცირება ოსტეოპოროზს იწვევს.

6. წყლის მსგავსი

წყლის მსგავსი, თითქმის უფერული ან მეტისმეტად ვარდისფერი სისხლი ნიშნავს იმას, რომ ან საკვები ელემენტები გაკლიათ, ან, შესაძლებელია, საკვერცხის კიბოც კი გქონდეთ.

ნუ ჩავარდებით პანიკაში, რადგან ფალოპური მილის კიბო გინეკოლოგიური კიბოს მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

5. მუქი ყავისფერი

მუქი ყავისფერი ან მუქი წითელი სისხლი, შესაძლებელია, იმაზე მიანიშნებდეს, რომ ველი სისხლია დარჩენილი თქვენს საშვილოსნოში. არავინ იცის, თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა.

4. სქელი, კოლტებით სავსე

ასეთი სისხლი მეტყველებს პროგესტერონის დაბალ და ესტროგენის მაღალ დონეზე. უმეტესად, ეს არც არაფერს ნიშნავს. თუმცა, თუ კოლტები დიდი ზომისაა და თან ძალიან ბევრია, არაა გამორიცხული ჰორმონალური დისბალანსიც.

ასევე, ამის გამოწვევა საშვილოსნოში დაგროვებულ ფიბროიდებსაც შეუძლია. ეს მდგომარეობა საშიში არაა.

3. მონაცრისფრო-წითელი

ნაცრისფერი ან მონაცრისფრო-წითელი მიქსი ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: თუ ფეხმძიმედ არ ხართ, ეს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე მეტყველებს, მაგრამ თუ ერთი პერიოდი მაინც გამოტოვეთ, ეს ნაადრევ მუცლის მოშლაზე მიუთითებს.

2. მკვეთრი წითელი

მკვეთრი ფერის სისხლი სრულ ჯანმრთელობაზე მიუთითებს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის, რაც ერთი ადამიანისთვის ნორმალურია, მეორესთვის სულ სხვაგვარად შეიძლება იყოს.

ასე, რომ რეგულარულად ექიმთან კონსულტაციის გავლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

1. ფორთოხლისფერი

ასეთი ფერი, ისევე, როგორც ნაცრისფერ-წითელი მიქსი ნიშნავს იმას, რომ ინფექცია გაქვთ. თუ მართლაც ასეა, თქვენ იგრძნობთ დისკომფორტსა და ტკივილებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: