მთავარი რჩევები 13-დღიანი ასტრონავტის დიეტა – გამოცდილია ნასას ასტრონავტების მიერ!

13-დღიანი ასტრონავტის დიეტა – გამოცდილია ნასას ასტრონავტების მიერ!

by guramus

ასტრონავტის დიეტა დაგვეხმარება მეტაბოლიზმისა და გახდომის დაჩქარებაში. ნუ იდარდებთ, არაა აუცილებელი ამ დიეტის კოსმოსში დაცვა!

უბრალოდ მიჰყევით ამ ინსტრუქციებს და იგრძენით თავი მსუბუქად, თითქოს გრავიტაცია ნულის ტოლია.

როგორ მუშაობს ეს დიეტა?

ნამდვილი ასტრონავტები კი არ იყენებენ ამ დიეტას, არამედ ქალბატონები, ასტრონავტის ნებისყოფით, იმ საკვების რიცხვის მიხედვით, რომლებზეც უარის თქმა უწევთ.

ეს დიეტა, ცოტა არ იყოს, ასკეტურია და თითქმის მთლიანად პროტეინის შემცველი პროდუქტებისგან შედგება. ბოჭკოსა და კარბოჰიდრატის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

თანაც, დაგჭირდებათ კალორიების დღიური ნორმის შემცირებაც. პროტეინის მაღალი შემცველობის წყალობით, რომელსაც ამ დიეტის დროს მიიღებთ, წონაში ძალიან სწრაფად დაიკლებთ ისე, რომ კუნთებს არ ავნებთ.

შეამცირეთ ამ პროდუქტების მიღება

• სოდიანი სასმელები და ხილის წვენები;

• ალკოჰოლი (ძირითადად იმიტომ, რომ შაქარს შეიცავს);

• მარილი და შაქარი;

• ხრაშუნა ბოსტნეული (კარტოფილი, ბოლოკი, სტაფილო და სხვ.);

• ბრინჯი და პასტა;

• პური და ბურღულეული (არავითარი ხაჭაპური..);

• შებოლილი ხორცპროდუქტები.

უმეტესად, მიირთვით ეს პროდუქტები:

მიირთვით თევზი საქონლის ხორცის ნაცვლად და კვერცხი ქათმის ხორცის ნაცვლად. ასევე, მიირთვით:

• სოკო;

• კვერცხი;

• თევზი და ქათამი;

• კიტრი და პომიდორი;

• სალათის ფოთლები და კომბოსტო;

• ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და მწვანე ლობიო;

• გოგრა;

• სალათი;

• ყველი და ტოფუ;

• მცენარეული რძე (ნუშის, ბრინჯის, სოიოს);

• სხვა პროდუქტები, რომლებიც „აკრძალულთა“ სიაში არაა.

გადახედეთ მენიუს მაგალითს და სცადეთ, მოირგოთ იგი:

საუზმე: ორი მოხარშული ან შემწვარი კვერცხი + ერთი ფინჯანი ყავა რძისა და შაქრის გარეშე;

ლანჩი: საშუალო ზომის ქათმის ნახევარი და ნახევარი ლიტრი ბულიონი (წყალი, რომელშიც ქათამი მოხარშეთ) + სალათი პომიდვრითა და სოკოთი + ერთი ჭიქა სოიოს რძე ან შავი ყავა;

სამხარი: ერთი ფორთოხალი ან ფინჯანი მწვანე ჩაი;

სადილი: ერთი ჭიქა ნუშის რძე, თევზი და 150 გრამი ტოფუ.

შეგიძლიათ, ტოფუ ყველით ჩაანაცვლოთ, ქათამი – თევზით, ყავა – მწვანე ჩაით, ფორთოხალი – ვაშლით.
მნიშვნელოვანი შენიშნვა!

ნუ უგულებელყოფთ ვიტამინებსა და მინერალებს. ასევე, არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად სეირნობა და საჭირო რაოდენობის წყლის მიღება (სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე 30მლ წყალი).

როგორ უნდა მოიშოროთ მუცლის პრობლემები

თუ საჭმლის მონელების პრობლემები გაქვთ, იცოდეთ, რომ ცხოვრების სწორი წესის შემოღების შემდეგ ისინი მოისპობა.

ჩვენ მიერ შემოთავაზებულ დიეტასაც შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება.
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ დროს კარბოჰიდრატების(შაქარი, პასტა, თეთრი პური, ხილის წვენი, ალკოჰოლი და სხვ.) რაოდენობის შემცირებაა.

როდესაც საჭმლის მომნელებელი სისტემა კარგავს ბალანსს, მაღალგლიკემური კარბონატები და შაქარი ძალიან რთულად გადამუშავდება, რაც გაზებსა და ყაბზობას იწვევს.

ასევე, მაღალ-პროტეინური დიეტით შესაძლებელია სპასტიური კოლიტის განკურნებაც, თუ დიეტას ამ ჩვევებსაც შეუთავსებთ:

• დღის განმავლობაში მუდმივად მიიღეთ წყლის მცირე დოზები;

• მოერიდეთ შემწვარ, ცხარე და ცხიმიან საკვებს, დამატკბობლებს, შავ ჩაის, კარბონირებულ პროდუქტებსა და ალკოჰოლს;

• არ მოწიოთ;

• ჭამეთ მეტი შავი ქლიავი;

• სცადეთ პრობიოტიკები;

• არ დაწვეთ ჭამის შემდეგ;

• ჩვეულებრივი ზეთის ნაცვლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი;

• კარგად გამოიძინეთ;

• სცადეთ ისეთი ჩაის დალევა, როგორიცაა გვირილა, პიტნა და ჯინჯერი.

თქვენ რა საშუალებით იკლებთ წონაში ან რომელი დიეტის დაწყებას აპირებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: