მთავარი რჩევები ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ დღის განმავლობაში მიიღოთ საკმარისი ოდენობის წყალი და გაიჯანსაღოთ ორგანიზმი

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ დღის განმავლობაში მიიღოთ საკმარისი ოდენობის წყალი და გაიჯანსაღოთ ორგანიზმი

by guramus

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის დღეში 1.5 ლ წყლის მიღება აუცილებელია, მიუხედავად ადამიანის აღნაგობისა. ყველას როდი შეუძლია დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ ჩვევასთან შეგუებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში:

დალიეთ ჭიქა წყალი დილაობით

ყოველ საღამოს დაიდეთ საწოლის გვერდით ერთი ჭიქა წყალი და გაღვიძებისთანავე დალიეთ. სწორედ ეს დილის რიტუალი დაგეხმარებათ იმუნური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მეტაბოლიზმს. შეგიძლიათ წყალს ლიმონიც დაუმატოთ.

დაუმატეთ გემო

თუ არ მოგწონთ ჩვეულებრივი გაფილტრული წყალი, მიმართეთ ამ ხერხს: დაუმატეთ წყალს სხვადასხვა ხილი ან ბოსტნეული. პირველ რიგში, თქვენი ბოთლი გაცილებით მადისაღმძვრელად მოგეჩვენებათ, მეორეც – წყალს სასიამოვნო გემო ექნება.

გამოიყენეთ მობილური აპლიკაციები

დღეს მობილურ აპლიკაციებს ყველაფრისთვის ვიყენებთ და მათი მორგება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვისაც შეგვიძლია: ჩაიწერეთ წყლის რაოდენობის დამთვლელი აპლიკაციები და აკონტროლეთ მისი ბალანსი.

შეადგინეთ გრაფიკი

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, წყლის დალევასაც სწავლა სჭირდება. თუ დღის განმავლობაში წყალს არ დალევთ, საღამოთი კი ერთბაშად 1.5 ლ წყალს მოიყუდებთ, ეს არავითარ სარგებელს არ მოგცემთ.

შეადგინეთ გრაფიკი, თუ რამდენი ჭიქა წყალი უნდა დალიოთ დილით, შუადღით და საღამოს.

იყიდეთ ლამაზი ბოთლი ან ჭიქა

თუ ყოველდღიურ რაციონში დიდი რაოდენობით წყლის შეტანას გეგმავთ, ბოთლის ან თერმოჭიქის გარეშე ეს არ გამოვა. შეარჩიეთ მოსახერხებელი და ლამაზი ჭურჭელი, რომლიდანაც დალევა გესიამოვნებათ.

ეს რჩევა, შესაძლოა,ძალიან სკეპტიკურად ჟღერდეს, თუმცა, დაგვიჯერეთ. არანაკლებ ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ახალი ბოტასები – სპორტ-დარბაზისთვის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: