მთავარი ფილმები 8 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

8 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

by guramus

გთავაზობთ ფილმებს, რომელიც ყველა ქალს ნანახი უნდა ჰქონდეს.

171505-650-1456671864-4567

1. რა სურთ ქალებს / WHAT WOMEN WANT

ნიკ მარშალი სარეკლამო კომპანიის თვითკმაყოფილი ხელმძღვანელია. უბედური შემთხვევის შემდეგ ნიკს უჩნდება უნარი, გაიგოს თუ რაზე ფიქრობენ ქალები, რომელსაც ის თავისი ახალი ბოსის, მომხიბვლელი დარსის წინააღმდეგ იყენებს

171105-650-1456671864-monster-monster-in-law-29952586-1600-1098

2. მონსტრი დედამთილი / MONSTER-IN-LAW

ოფის მენეჯერი შარლოტა კანტილინი ფიქრობს რომ იდეალური მამაკაცი იპოვნა, ქირურგი, დოქტორი კევინ ფილდსი. მაგრამ სრული ბედნიერებისთვის ერთი პრობლემა არსებობს: კევინის მანიპულატორი დედა, ვიოლა. იმის შიშით რომ შვილს დაკარგავს, ვიოლა ბედნიერი წყვილის დაშორებას ცდილობს.

170905-650-1456671864-0_95b10_16a3596f_XL

3. მოჩვენება / GHOST

ფილმი ასახავს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებას. როგორც აღმოჩნდა, მისი მკვლელობა შემთხვევითობა არ ყოფილა და ახლა საფრთხე მის საყვარელ ქალს ემუქრება. მან უნდა ისწავლოს ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა და როგორმე გააფრთხოლოს შეყვარებული მოსალოდნელი საშიშროების შესახებ.

170855-650-1456671864-cruel-intentions-ryan-phillippe-sarah-michelle-gellar

4. სახიფათო თამაშები / CRUEL INTENTIONS

სახიფათო თამაშების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ქეთრინი მისი დედინაცვლის შვილს, სებასტიანს ნიძლავს დაუდებს ზაფხულის ბოლომდე მათი დირექტორის ქალიშვილის ცდუნებაზე. თუ სებასტიანი მოიგებს, მისი ჯილდო ქეთრინთან ღამის გატარებაა. მაგრამ თუ წააგებს მან ქეთრინს უნდა გადასცეს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

171205-650-1456671864-otherboleyngirl_20

5. კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან / THE OTHER BOLEYN GIRL

მეფე ჰენრი VIII და დები ბოლეინების, ანა და მარის ურთიერთობების ისტორია. ორი მშვენიერი და, ორი ბედი და ერთი სიყვარული.

171355-650-1456671864-50084

6. ძვირფასი ჯონი / DEAR JOHN

უფროსკლასელმა სავანამ და ჯონ ტაირიმ ორი კვირა ერთად გაატარეს და პირველი სიყვარულის აკრძალული ხილით დატკბნენ. სახლში ცოტა ხნით ჩამოსული ჯონი, იძულებულია სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად ევროპაში დბრუნდეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ის გადაწყვიტავს თავისი სიცოცხლე ჯარში სამსახურს მიუძღვნას და სავანასთვის მიცემულ პირობას არღვევს. გოგონა ჯონს წერილებს უგზავნის, მაგრამ ის უფრო და უფრო იშვიათად იღებს მათ

171055-650-1456671864-filmz

7. გაიცანით ჯო ბლექი / MEET JOE BLACK

როცა დაუნდობელი სიკვდილი ბილ ფერიშის სულს მოაკითხავს, შესთავაზებს სიცოცხლის რამდენიმე დღის სანაცვლოდ ბილმა მასპინძლობა გაუწიოს. ფერიში თანხმდება, და ჯო ბლექის სახელს ამოფარებული სიკვდილი მონაწილეობას იღებს ბილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას ბილის ქალიშვილი შეუყვარდება. თუმცა, ბლექის შვებულება მთავრდება, ისევე როგორც ფერიშის სიცოცხლე.

170805-650-1456671864-567

8. როგორ მოვიშოროთ თაყვნისმცემელი 10 დღეში / HOW TO LOSE A GUY IN 10 DAYS

ფილმის გმირი ნიძლავს დებს, რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს თავს შეაყვარებს, მაგრამ მან არ იცის, რომ ქალი, რომელიც ნიძლავის შესასრულებლად ამოირჩია, ჟურნალისტია და სწორედ ახლა მუშაობს სტატიაზე “როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში”.