მთავარი რჩევები ძილშიც კი ვიკლებ წონაში. ნეტა აქამდე მცოდნოდა კალორიების დაწვა ასეც თუ შეიძლებოდა.

ძილშიც კი ვიკლებ წონაში. ნეტა აქამდე მცოდნოდა კალორიების დაწვა ასეც თუ შეიძლებოდა.

by guramus

ერთი ჭიქა ღვინო სადილის დროს კარგიც კია, თუმცა დაიმახსოვრეთ: ნუ დალევთ ალკოჰოლს დაწოლამდე 3 საათით ადრე.

4. დააწესეთ ძილის დრო

ყველამ იცის, რომ საკმარისი ძილი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და მაინც, დატვირთული გრაფიკი, ფილმები და მობილური ტელეფონები ხელს გვიშლის დაძინებაში. ღამით აუცილებელია 7-8საათიანი ძილი, რაც ორგანიზმს უფრო მეტი კალორიის დაწვაში ეხმარება.

ამერიკული ჟურნალის Clinical Nutrition მიერ გამოქვეყნებული კვლევა გვიჩვენებს, რომ კარგად დასვენებული ადამიანი 20%-ით ნაკლები კალორიებით იღვიძებს.

5. მოერიდეთ დაძინებამდე ვარჯიშს

ვარჯიში სხეულს აფხიზლებს და ხელს უშლის ღამით ჯანსაღ ძილს. ივარჯიშეთ დილით. ეს თქვენს სხეულს გამოაფხიზლებს და მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ.

თუ რაღაც მიზეზების გამო არ შეგიძლიათ დილით ვარჯიში, ივარჯიშეთ დაძინებამდე 4 საათით ადრე.

6. გამორთეთ ყველა მოწყობილობა ძილის წინ

ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ თანამედროვე მოწყობილობების ეკრანებიდან გამოსხივებული ცისფერი შუქი ხელს უშლის ჰორმონ მელატონინის გამოყოფას.

სხვა კვლევით დადგინდა, რომ ტელევიზორის ხანგრძლივი ცქერა ტრიგლიცერიდების(დაკავშირებულია დიაბეტთან) დონის მომატებასა და ადიპონექტინის(სისხლში გლუკოზისა და ცხიმის წვის მაკონტროლებელი ჰორმონის) დონის შემცირებას იწვევს.

7. გამორთეთ თერმოსტატი

სიცივეში ძილი ორგანიზმს აიძულებს, დაწვას უფრო მეტი ცხიმი, რათა სხეული გაათბოს. შედეგად კი, დილით გაცილებით ნაკლები კალორია „დაგხვდებათ“ თქვენს სხეულში.

8. დაიძინეთ სრულ სიბნელეში

სრულ სიბნელეში ძილი ეხმარება სხეულს მელატონინის გამოყოფაში, რაც არამხოლოდ აუმჯობესებს ძილის ხარისხს, არამედ ხელს უწყობს მიტოქონდრიებში არსებული ყავისფერი ცხიმის დაწვასაც.

9. დაიძინეთ შიშველმა

რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, შიშველი ძილს თავისი უპირატესობები აქვს. სხეულს სცივა და აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვევები დაგეხმარებათ ძილის დროს გახდომაში, ნუ დაგავიწყდებათ ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით ფიზიკური დატვირთვაც.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: