მთავარი რჩევები ამ გოგონამ აკნე სახიდან 30 დღეში გაიქრო, ახლა კი მისი მეთოდი ათასობით ადამიანს ეხმარება

ამ გოგონამ აკნე სახიდან 30 დღეში გაიქრო, ახლა კი მისი მეთოდი ათასობით ადამიანს ეხმარება

by guramus

სუფთა კანი უამრავი ადამიანის მიზანია, რადგან აკნე და კანის არათანაბარი შფერილობა ცხოვრებას ართულებს. ძვირადღირებული მკურნალობა და კოსმეტიკური საშუალებები, მტკივნეული პროცედურები, მკაცრი დიეტები – აკნესთან ბრძოლაში ყველა მეთოდი გამართლებულია.

ლოს ანჯელესელმა მოდელმა, ბრაიანა ლოპეზმა სახიდან აკნე ჯანსაღი კვებით გაიქრო. მან გამოაქვეყნა მანამდე/შემდეგ ფოტოები და გააზიარა კანის მოვლის რეჟიმი.

რა თქმა უნდა, მისმა განცხადებამ უმალ მოიცვა ინტერნეტი. ბრაიანას თქმით, მისი კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა ერთ თვეში.

ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ ბრაიანას ისტორიასა და მის მეთოდს, რომელიც, იმედია, თქვენც დაგეხმარებათ.

„ძალიან რთული დრო იყო ჩემთვის.. ხანდახან ოთახში ჩავიკეტებოდი და არავის ნახვა არ მსურდა, მათ შორის, არც ჩემი მშობლების.“ – ამბობს ბრაიანა. არსებობს უფრო საშინელი „ნაკლებიც“, მაგრამ აკნესაც კი შეუძლია ცხოვრების გართულება.

სწორედ ამიტომ, ბრაიანამ გადაწყვიტა ამ პრობლემის მოგვარების საკუთარი მეთოდი გაეზიარებინა ჩვენთვის.

ზეთით გაწმენდის მეთოდი

კანის მოვლის პირველი ნაბიჯი არის მისი გაწმენდა. ბრაიანა ჟოჟობას ზეთს იყენებს. გოგონა სახეზე ზეთს წრიული მოძრაობებით ისვამს და რამდენიმე წუთში თბილი პირსახოცით ან ხელთათმანით იბანს. ამ პროცედურას ორჯერ იტარებს დღეში.

სახის ნიღაბი

შემდეგ სახის ნიღაბს ისვამს. ბრაიანა 2 ს/კ სუფთა თაფლს ურევს დარიჩინსა და კურკუმას(1/2 ს/კ ორივე ინგრედიენტი). ნაზავს სახეზე ისვამს და 1 საათით იჩერებს.

იგი ხანდახან იყენებს გოგირდის ან მათეთრებელი თიხის ნიღაბსაც, ვინაიდან ორივე მათგანს დამაგლუვებელი ეფექტი აქვს. ბრაიანა ამ ნიღბებიდან ერთ-ერთს იმ დღეს იყენებს, როცა მაკიაჟის ან პუდრის წასმას აპირებს.

დატენიანება

შემდეგი ეტაპი დატენიანებაა. ბრაიანა იყენებს ვარდის ნაყოფისა და სტაფილოს ზეთისგან მიღებულ შრატს და უმატებს რამდენიმე წვეთს ლავანდას ეთერზეთს. იგი ამ მასას დაკვრითი მოძრაობებით იტანს სახეზე. ამ პროდუქტებს მხოლოდ იმ დღეებში იყენებს, როცა მაკიაჟის წასმას აპირებს.

ბრძოლა აკნეს იარების წინააღმდეგ

ბრაიანა უმი შის კარაქს აკნეს წერტილებზე ისვამს დაწოლამდე. ის არასდროს ტოვებს ამ ნაბიჯს და კანის მოვლის რეჟიმის პირველ ნაბიჯად თვლის, მიუხედავად იმისა, იყენებს თუ არა მაკიაჟს იმ დღეს.

მცენარეებზე დაფუძნებული შინაგანი მიღების დანამატები

ბრაიანას კანის მოვლის ბოლო ნაბიჯია დანამატების მიღება: კურკუმა, ბაყაყურა, ლამინარია, ფრანგულა და ინდური იასამნის ფოთლები. ბრაიანა დაჟინებით მოითხოვს ამ ბალახების მიღებამდე ანალიზების ჩატარებას ალერგიულობაზე.

გოგონა მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარ პროდუქტს იღებს. იგი ამბობს, რომ კანის ასეთი მოვლის 1 კვირის შემდეგ შესამჩნევი შედეგები იგრძნო კანზე.

თუმცა, მხოლოდ 2 თვეში გახდა მისი კანი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი. დამატებით, იგი მზისგან დამცავ კრემს იყენებს ყოველდღიურად.

თქვენ თუ იცით ამ საშინელ გამონაყართან ბრძოლის მეთოდები? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: